ვალერი გელაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს მორიგი პრეტენდენტი ჰყავს - პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, ვისაც აქამდე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

მას განცხადება ჯერ არ შეუტანია - საჭიდაო წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, ამას დღეს გააკეთებს, თუმცა პარლამენტარმა პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი შაბათს, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში დაადასტურა. მისი კანდიდატურა საჭიდაო წრეებში აქამდეც ინტენსიურად განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი კი აქამდე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ გამოთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომან რურუა ძალიან მაგარი კაცია და დარწმუნებული ვარ რომ ღირსეულად გაუძღვება ჭიდაობის ფედერაციას.
ქართველი
22:23 22-12-2014
0
presidentma sakutari tanxa unda moaxmaros federacias da sportsmenebs,asetat valeri gelashvili mimachnia.
brilleli
21:51 22-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული