საქართველოს ახალგაზრდა "თავისუფლების" პირველობა: ამჯერად ყველა უძლიერესი

AutoSharing Option
12 თებერვალს თბილისში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ამ ასაკში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი ასპარეზობს.

მათ შორის - ამ ნაკრების შარშანდელი ლიდერები, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე.

მაგალითად, იჭიდავა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა ტარზან მაისურაძემ (74), ვინც ფინალში კიდევ ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა, ტარიელ გაფრინდაშვილი დაამარცხა.

აღსანიშნავია ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსული ფალავნების წარმატებაც, მაგალითად - გივი მაჭარაშვილის (96) გამარჯვება. უნდა ითქვას, რომ შარშანდელის შემდეგ ეს ნაკრები საკმაოდ გადახალისდა, თუმცა ძველებიც ბლომად დარჩნენ.

დიდწილად, ეს შეჯიბრება განსაზღვრავს იმ
ბირთვს, რომელიც წლეულსაც იბრძოლებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წამსვლელ გუნდში მოსახვედრად. 12 თებერვალს შეჯიბრებები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა. გაგაცნობთ მედალოსანთა ვინაობას.

კვარცხლბეკი
50 კგ
1. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი), 2. გოგა ძიგუა (სამტრედია), 3. ალექსანდრე ღოღობერიძე (აჭარა), ვასილ მამულაშვილი (თბილისი).

60 კგ
1. გიორგი სულავა (ქუთაისი), 2. რამაზან მალაკოევი (ყვარელი; ო.მ.ე.ც.), 3. მაგომედ საიდოვი (ყვარელი; ო.მ.ე.ც.), შმაგი თოდუა (სამტრედია).

74 კგ
1. ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი), 2. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), 3. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური, ო.მ.ე.ც.), გიორგი გიორგობიანი (ქუთაისი).

96 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), 2. როლანდ ანდრიაძე (ხონი, ო.მ.ე.ც.), 3. მარად ვანაძე (ნინოწმინდა), ბექა გოგიჩაიშვილი (გორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული