მასთან, დასახეს შემდგომი მოქმედების გეგმა, რადგან გარკვეული დამაეჭვებელი გარემოებები იკვეთება.
მთავარი ისაა, რომ 6-ვე შემთხვევაში ლაპარაკია ერთსა და იმავე პრეპარატზე, ოღონდ ესაა არა თავდაპირველად გავრცელებული მილდრონატი, არამედ მელდონიუმი.
როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ის შე
აკრძალულია მისი მიღება მხოლოდ შეჯიბრების დღეს, თორემ მოსამზადებელ პერიოდში დაშვებულია, როგორც სამკურნალო საშუალება.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ზოგი ბრალდებული საერთოდ უარყოფს მის მიღებას, ზოგი კი ამბობს, რომ მას 1-2 თვის წინ იყენებდა. არადა, კახაბრიშვილის თქმით, ის ამდენი ხნის შემდეგ არ უნდა გამოჩენილიყო ანალიზებში, რადგან, ჩვეულებრივ, 3-4 დღის განმავლობაში თუ ჩანს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გახდნენ ეს ბიჭები უნებლიე თუ წინასწარგანზრახული ქმედების მსხვერპლნი.
კახაბრიშვილის თქმით, ამ წამალს წლების წინ კი იყენებდნენ (არსებითად, ესეც მილდრონატის კატეგორიაა და ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის), მაგრამ ამჟამად არავის ჰქონია დანიშნული, ოფიაციალური არხებით არც მისი შესყიდვა დასტურდება და საკითხავია, საიდან გაჩნდა ჩვენი გუნდების აფთიაქში?
ვერსიები ბევრია, ერთ-ერთის მიხედვით კი, შესაძლოა, რომელიმე მწვრთნელმა მისცა თვითნებურად, ექიმებთან შეუთანხმებლად. სწორედ ამიტომ საჭიროა თავად სპორტსმენებთან გასაუბრება, მათი უმეტესობა კი ორშაბათ ღამეს დაბრუნდება მინსკიდან, სადაც შეკრებაზე იყვნენ წასულები.
უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისევ არ ასახელებენ ბრალდებულთა გვარებს. საქართველოში მყოფ მათ ნაწილს უკვე გადასცეს ვენის ლაბორატორიიდან მოსული ცნობა, დანარჩენებს კი ხვალ გააცნობენ, რის შემდეგაც მათ 24 საათი ეძლევათ ლაბორატორიული დასკვნის გასასაჩივრებლად.
კახაბრიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ამ ექვსეულში არ შედის არც ერთი ლიცენზირებული ფალავანი და არც დავით მარსაგიშვილი (86), ვინც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
ეს სინჯებიც სწორედ ქვეყნის პირველობაზეა აღებული, თუმცა როგორც კახაბრიშვილმა გვითხრა, ანალიზების ნაწილი დუშეთის შეკრებაზეც აუღიათ, მათ შორის - ყაზახი მოჭიდავეებისთვის, რომლებიც ჩვენებთან ერთად გადიოდნენ შეკრებას. ახლა რაც სინჯებია დარჩენილი, ყველა დუშეთშია აღებული.