რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ჯამში 6 მედლით, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
11 მარტს კონტინენტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - დავით ტლაშაძე (70).
გადამწყვეტ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს სძლია - 11:0, ტლაშაძემ კი ფინალი ასევე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო - 0-7.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
1/4-ფინალში კი გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
12 მარტიდან რიგაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.
ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
23:14 11-03-2016
პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გმადლობთ!!! გილოცავთ!!! მსგავსი შედეგი არასდროს არ გვქონია!!! გაგიმარჯოთ!!! გაიხარეთ!!! წარმატებებს გისურვებთ რიოში...
0
0
რაც გენომ აკგულთან შეძლო, იმას მართლაც ძლევაი საკვირველი ჰქვია! ეს იყო ფინალი, თუ იყო! ღმერთმა გაგიმარჯოს!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული