საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შეკრება და ტურნირი ამერიკაში

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2 ივნისს ლოს ანჯელესში გაფრინდა, სადაც 11-12 ივნისს მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. ჩვენმა ნაკრებმა ამ შეჯიბრებაში გამოსვლის უფლება ლას ვეგასში შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობით მოიპოვა, რადგან ამ ტურნირზე იმ შეჯიბრების 8 საუკეთესო გუნდს იწვევენ.

მსოფლიოს თასი "კედელი-კედელზე" პრინციპით ტარდება, ჩვენები კი A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქედ რუსეთი, თურქეთი და მონღოლეთი ეყოლებათ.

რამდენიმე დღის წინ თურქეთში გამართული წილისყრა ცუდად ეხუმრა მასპინძელ აშშ-სა და ირანს, რადგან ისინი მეორე ჯგუფში მოახვედრა აზერბაიჯანსა და ინდოეთთან ერთად.

პირველ დღეს - 11
ივნისს ქვეჯგუფის შეხვედრები გაიმართება, ფინალები კი მეორე დღეს ჩატარდება. ჯგუფში პირველ ადგილებზე გასულები ფინალში ოქროს მედლისთვის იასპარეზებენ, მეორეადგილოსნები ბრინჯაოს გაითამაშებენ და ასე შემდეგ. ჩემპიონი ჯილდოდ 50 ათას დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 30 ათასს, ხოლო მესამეპრიზიორები - 20-20 ათას დოლარს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა - რევაზ მინდორაშვილმა და არჩილ ქიტიაშვილმა ყველა ოლიმპიურ წონით კატეგორიაში ორ-ორი ფალავანი წაიყვანეს, პირველ-მეორე ნომრები. ცხადია, მათ შორისაა ყველა ლიდერი, ანუ ის მოჭიდავე, ვინც ლიცენზია მოიპოვა. ეგ კი არა, მძიმე წონაში მესამე კაციც მიჰყავთ. სავარაუდოდ, საბოლოოდ სწორედ იქ გადაწყდება ოლიმპიადაზე წამსვლელთა ვინაობა.

რაც შეეხება იმ ორ არაოლიმპიურ კატეგორიას - 61-სა და 70-ს, იქ მწვრთნელებმა თითო მონაწილე იახლეს.

ჩვენები ასე ადრიანად იმიტომ გაემგზავრნენ ამერიკაში, რომ მსოფლიოს თასამდე ლოს ანჯელესში ხანმოკლე შეკრებას გაივლიან.

ამ ტურნირის შემდეგ გუნდს ოლიმპიადამდე კიდევ ერთი სტარტი ექნება, თუმცა იქ, შესაძლოა, ყველა ლიდერი არ წაიყვანონ.

საქართველოს ნაკრები
57 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ. ბექა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ. დავით ტლაშაძე
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ. სანდრო ამინაშვილი, დავით მარსაგიშვილი
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე, მამუკა კორძაია
125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გმერტმა ხელი მოგვიმარტოს ქარტველებს, მიდიტ ლომებო ასახელეტ სამსჰობლოო
kakula
18:03 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული