3 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, შმაგი თოდუამ (60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თოდუამ გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვს 11-6 მოუგო, გაფრინდაშვილმა კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს, 0-9-ის შემდეგ, სუფთად მოუგო.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა და მეხუთე ადგილს დასჯერდა რობერტ დინგაშვილი (50), რომელიც ყაზახ იერბულან სარკიტბაიევთან 6-12 დამარცხდა. ბრძოლას 1/4-ფინალში გამოეთიშა გივი მაჭარაშვილი (96).
4 სექტემბერს, მსოფლიოს პირველობის
დასკვნით დღეს, მედლების მოპოვებას უკვე 55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები შეეცდებიან. შესაბამისად, ჩვენგან კახა ირემაძე, გიორგი სულავა, მექი სიმონია და ზურაბ ურთაშვილი იჭიდავებენ.