მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველების ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი გეგელაშვილი
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 17 სექტემბერს მედლები თავისუფალ ჭიდაობაში 5 წონითი კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი გეგელაშვილმა (42) და თორნიკე ქათამაძემ (50).

გეგელაშვილმა მედლისთვის შეხვედრაში ყირგიზ აბდუმალიკ კარაჩოვს წმინდად მოუგო, ქათამაძემ კი იაპონელი დაიგო ჰატორი დაამარცხა - 8-6.

Sportall.Ge
ფოტოზე: თორნიკე ქათამაძე

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა გიორგი ელბაქიძესაც (58), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ვადიმ ბიკოევთან დამარცხდა.

ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გოგა მამიაური (69) და სიმონ ოსკანიანი (85).

18 სექტემბერს, ტურნირის ბოლო დღეს მედლები დანარჩენ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული