საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები "ევროპის ერთა თასის" ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები "ევროპის ერთა თასის" ფინალშია.

რუმინეთში მიმდინარე ამ ტურნირზე ჩვენებმა ჯგუფის ორივე შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს - თავდაპირველად უკრაინას 5:3 მოუგეს, მერე კი მასპინძელთა გუნდს 8:0 სძლიეს.

უკრაინასთან შეხვედრები მოიგეს ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61), ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით ტლაშაძემ (70), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125). დამარცხდნენ ბექა ბუჯიაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65) და ირაკლი მწითური (86).

რუმინელებთან შეხვედრაში რევაზ მინდორაშვილმა სამივე
დამარცხებული ფალავანი შეცვალა და მათ ნაცვლად ოთარ გოგავა (57), ევროპის პრიზიორი კოტე ხაბალაშვილი (65) და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86) დააყენა. თუმცა მოგებულთაგან ორიც შეცვალა – ლომთაძის ნაცვლად ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დააყენა, ერბოწონაშვილის ნაცვლად კი - ევროპის პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი. როგორც შემცვლელებმა, ასევე ტლაშაძემ, ოდიკაძემ და პეტრიაშვილმაც მოიგეს.

ფინალში ჩვენების მეტოქე რუსეთისა და პოლონეთის შეხვედრაში გამოვლინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული