გიორგი რევაზიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი რევაზიშვილმა (61) ბაქოში დღეს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რევაზიშვილმა მესამე ადგილისათვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ალი რაჰიმზადე 10-8 დაამარცხა.

მოგვიანებით, ამ პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ ავთანდილ კენჭაძე (74) და გენო პეტრიაშვილი (125), რომლებიც ფინალში შესაბამისად, აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვსა და უკრაინელ ალენ ზასეევს დაეჭიდებიან. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს დავით მარსაგიშვილი (86), ვისაც მეტოქედ თურქი აჰმეტ ბილიჩი ჰყავს.

გულშემატკივრებს შეხვედრების ლაივ-რეჟიმში ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 75 კგ-ში გამარჯვებული აზერბაიჯანის
სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.

ბაქოს "დიდ პრიზზე" ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული