დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დავით მარსაგიშვილმა (86) ბაქოში დღეს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მარსაგიშვილმა თურქი აჰმეტ ბილიჩი დაამარცხა - 11:0.

მანამდე ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი რევაზიშვილმა (61) კი ბრინჯაო.

მოგვიანებით, ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125) იბრძოლებს, რომელიც ფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს შეხვდება. გულშემატკივრებს შეხვედრის ლაივ-რეჟიმში ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 75 კგ-ში გამარჯვებული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.

ბაქოს "დიდ პრიზზე"
ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული