ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
10 დეკემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. პლანეტის პირველობაზე, რომელიც არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში ტარდება, ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელ ლოგან სტიებერთან დამარცხდა - 4:8

ლომთაძემ ტურნირზე სასტარტო შეხვედრაში წმინდად მოუგო ყირგიზ ადილეტ მამატაევს, შემდეგ კი მოლდაველ ანდრეი პერპელიტას 5-2 სძლია. 1/4 ფინალში ბექამ ქულების აშკარა უპირატესობით, 12-2 საფრანგეთის წარმომადგენელ იური სიემაკინს აჯობა, ნახევარფინალში კი აზერიბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი უშეღავათო ბრძოლაში 12-11 დაამარცხა.

ტურნირზე ასევე იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მინდია
წულუკიძემაც (71), თუმცა 1/8-ფინალში აზერიბაჯანელ ჰასან ალიევთან დამარცხდა - 1-3.

მოგეხსენებათ ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა.

11 დეკემბერს ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრებიდან, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ტლაშაძე (70) იასპარეზებს, ბერძნულ-რომაულში კი ნიკოლო კელასოვი (80) გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული