ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ისევ მოიგო

AutoSharing Option
გრძელდება ინდოეთის პროფესიული საკლუბო ჩემპიონატი - "პრო-ლიგა", სადაც 5 იანვარს მეორე შეხვედრა გამართა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პუნჯაბი როიალსმა" და ამჯერადაც წარმატებით - "მუმბაი მაჰარატხის" 4:3 მოუგო.

საბედნიეროდ, ისევ იმარჯვა ხინჩეგაშვილმაც - ინდოელ რაჰულ ავარეს 7:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ინდურ ლიგაში ორი შეხვედრა გამართა და ორივეში იმარჯვა.

5 იანვარს კიდევ ერთ ქართველს უნდა ეჭიდავა - ტარიელ გაფრინდაშვილს (74), მაგრამ ის მეტოქე გუნდის მწვრთნელებმა დაბლოკეს (ესეც იქაური წესია - მწვრთნელებს შეუძლიათ, მოწინააღმდეგის გუნდიდან თითო ფალავანი დაბლოკონ).
ჩვენებური "უპ დანგალში" გამოდის, სადაც კუბელი ფალავნის უარის შემდეგ სათადარიგოებიდან მიიწვიეს.

წესისამებრ, დღეს პრო-ლიგაში ერთი შეხვედრა იმართება, მაგრამ ჩვენთვის ფრიად საინტერესო - დავით ტლაშაძის (70) "დელი სულთანი" ელიზბარ ოდიკაძისა (97) და იაკობ მაქარაშვილის (74) "ჯაიპურ ნინჯასს" ხვდება. "პანჯაბისა" არ იყოს, ჯაიპურელებიც მეორე შეხვედრას ატარებენ და წინა პაექრობა ორივე ქართველმა მოიგო, ტლაშაძე და მისი კლუბი კი დღეს ერთვებიან ლიგაში.

Sportall.Ge
ფოტოზე: სადაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო - ელიზბარ ოდიკაძე ინდურ სამოსში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული