ქართველმა მოციგურავემ ყინულის სასახლე "აისბერგში" მოკლე პროგრამა შეასრულა, სადაც 54,70 ქულა მიიღო (ელემენტებში - 27,51, კომპონენტებში - 27,19). ელენე ყინულზე მე-16 ნომრად გამოვიდა და ეს შედეგი იმ დროისთვის მეოთხე იყო.
სულ ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში 30 სპორტსმენი გამოდის. თავისუფალ პროგრამაში შეჯიბრება 20 თებერვალს გაიმართება, სადაც 24 რჩეული მოციგურავე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალსვე სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომშიც გაიმართა, რომელშიც
მანამდე, 18 თებერვალს, გიგანტური სლალომის ქალთა შეჯიბრებაში იასპარეზა საქართველოს გუნდის მედროშემ ნინო წიკლაურმა, რომელმაც 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.
ასევე იხილეთ:
ბენიაიძე და აბრამაშვილი გიგანტურ სლალომში ასპარეზობას გამოეთიშნენ [VIDEO]
ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]