ელენე გედევანიშვილი: დუბლი II

AutoSharing Option
დღეიდან ელენე გედევანიშვილი გრანპრის სერიის მეორე ტურნირში, "სკეიტ ამერიკაში" იასპარეზებს. ქართველი მოციგურავე მეორე შანსით შეეცდება, იმდენი ქულა დააგროვოს, რომ დეკემბერში ფინალურ გრანპრიში გამოსვლის უფლება მიიღოს. "სკეიტ ამერიკას" ამჯერად პორტლენდის "როუზ გარდენი" მასპინძლობს, სადაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი "თრეილ ბლეიზერსი" მასპინძლობს მეტოქეებს.

ტრადიციულად, ქალთა შეჯიბრება 12 მონაწილეა. ელენეს გარდა "როუზ გარდენის" ყინულზე სამი ამერიკელი გავა: რეიჩელ ფლეტი, ალექს ჯილსი და კაროლინ ჟანგი. ორი წარმომადგენელი ჰყავს შვედეთს: ჯოში ჰელგესონი და ვიქტორია ჰელგესონი. "სკეიტ ამერიკაზე" გამოვლენ: ამელი ლაკოსტი (კანადა), მაე ბერენის მეიტე (საფრანგეთი),
ჯენა მაკკორკელი (დიდი ბრიტანეთი), კანაკო მურაკამი (იაპონია), მინ-იეონ კვაკი (ს. კორეა) და კაროლინა კოსტნერი (იტალია).

NHK ტროფის გამარჯვებული, ევროპის სამგზის ჩემპიონი კოსტნერი "სკეიტ ამერიკას" ფავორიტიცაა. იაპონიაში თავგამოჩენილ ფლეტს (ვერცხლის მედალი) და მურაკამისაც (ბრინჯაო) ნუ ჩამოვწერთ. შეგახსენებთ, რომ გრანპრის საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარია.

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული