შეგახსენებთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-7 იყო. თავისუფალ პროგრამაში კი ქართველი სპორტსმენი მე-13 ადგილს დასჯერდა, რაც ჯამში მე-10 ადგილის მომტანი აღმონჩდა.
17 იანვარს ელენემ გამოსვლა კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ მისი მონაგარი არცთუ შთამბეჭდავი - 87.04 ქულა იყო (ტექნიკური ელემენტები - 36.88, პროგრამული კომპონენტები - 50.16).
ევროპის ჩემპიონატის ქალთა ტურნირი რუსი გოგონების ტრიუმფით დასრულდა - პირველობა 15 წლის ეკატერინბურგელმა იულია ლიპნიცკაიამ
უნგრეთში მეორე, ასევე რუსი, 17 წლის ადელინა სოტნიკოვა იყო - 202.36 ქულა. ბრინჯაო კი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა დაისაკუთრა - 191.39 ქულა.
ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატი: ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით მეშვიდეა [VIDEO]