ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ელენე გედევანიშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-7 იყო. თავისუფალ პროგრამაში კი ქართველი სპორტსმენი მე-13 ადგილს დასჯერდა, რაც ჯამში მე-10 ადგილის მომტანი აღმონჩდა.

17 იანვარს ელენემ გამოსვლა კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ მისი მონაგარი არცთუ შთამბეჭდავი - 87.04 ქულა იყო (ტექნიკური ელემენტები - 36.88, პროგრამული კომპონენტები - 50.16).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის ჩემპიონატის ქალთა ტურნირი რუსი გოგონების ტრიუმფით დასრულდა - პირველობა 15 წლის ეკატერინბურგელმა იულია ლიპნიცკაიამ
არავის დაუთმო (209.72). იულიამ შარშანწინ იუნიორთა მსოფლიოს პირველობაზე ოქროს, შარშან კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მისი მწვრთნელი რუსეთში მცხოვრები, ქართული წარმომავლობის მქონე ეთერ თუთბერიძეა

უნგრეთში მეორე, ასევე რუსი, 17 წლის ადელინა სოტნიკოვა იყო - 202.36 ქულა. ბრინჯაო კი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა დაისაკუთრა - 191.39 ქულა.

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:

ევროპის ჩემპიონატი: ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით მეშვიდეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპაში-10, ამას დაუმატეთ ოლიმპიადაზე მონაწილე ამერიკელი,კანადელი,იაპონელი,ჩინელი და სხვა ქვეყნის მოციგურავეები და უკეთეს შემტხვევაში სეიძლება ოცეულში მოხვდეს ოლიმპიადაზე,დანარჩენი 3-ქარველი ოლიმპიელი 30 კაცშიც ვერ მოხვდება.ახლა გეკიტხებით ასეთი შედეგისთვის ღირს რუსების შოუში მონაწილეობა?
mmuloa
15:58 18-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული