კაროლინა კოსტნერი ტყუილისთვის 16-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში სოჭის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, იტალიელი კაროლინა კოსტნერი დისკვალიფიკაციით დაისაჯა დოპინგ-ოფიცრების შეცდომაში შეყვანის გამო. ლაპარაკია კოსტნერის ყოფილი ბოიფრენდის, სპორტულ სიარულში 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ალექს შვარცის საქმეზე.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, იტალიელმა ორჯერ მოატყუა სადოპინგო ოფიცრები და ამით შვარცს აარიდა დოპინგ-კონტროლის გავლა.

ამის გამო კოსტნერი ერთი წლითა და ოთხი თვით დაისაჯა, თუმცა შეუნარჩუნდება ყველა დიდ ტურნირზე მოპოვებული მედალი. კოსტნერი მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონია, აგრეთვე, ხუთი ოქრო აქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონატებზე (2007, 2008, 2010, 2012, 2013).

შვარცი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ლონდონის
2012 წლის ოლიმპიადის წინ გამოიჭირეს და გუნდიდან მოკვეთეს. მოგვიანებით მან სამწლინახევრიანი დისკვალიფიკაცია და რვათვიანი პირობითი პატიმრობა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული