ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაცემით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 იანვარს ქართველმა მოციგურავემ, ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.

ელენე გედევანიშვილი მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარდგა. მან სრიალისას შეცდომები დაუშვა და შედეგად, ჟიურისგან 49.20 ქულა დაიმსახურა. სამწუხაროა, რომ პროგრამის შესრულებისას გედევანიშვილი ერთხელ დაეცა.

ჯერჯერობით, ქართველი მოციგურავე მეექვსე ადგილს იკავებს, მის შემდეგ კიდევ 14 მონაწილე უნდა გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 29 იანვარს ყინულზე ქალები და მოცეკვავე წყვილები გამოდიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაიმე,როგორ განვიცადე ელენეს რეაქცია გამოსვლის დამთავრებისას.ძლიან საყვარელი გოგოა.წარმატებებს ვუსურვებ.
მაგდა
19:34 29-01-2015
0
ეგ მაგის დაავადებაა რომ არ წაიქცეს ის უფროა გასაკვირი
shah name
20:38 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული