ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის 22-ე ადგილს დასჯერდა ელენე გედევანიშვილი.

შეგახსენებთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-16 იყო, თუმცა 28 მარტს, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლისას უარესი შედეგი აჩვენა. გედევანიშვილის ანგარიშზე ჯამში 132,25 ქულაა.

შანხაიში ჩემპიონობა რუსმა ელიზავეტა ტუკტამიშევამ იზეიმა (201,36), მეორე ადგილზე იაპონელი საკოტო მიაჰარა (193,60) გავიდა, ხოლო მესამეზე - რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ელენა როდიონოვა (191,47).

ეს ელენე გედევანიშვილისთვის მსოფლიოს მეცხრე პირველობაა. ქართველი მოციგურავის საუკეთესო შედეგი მეათე ადგილია (სამჯერ).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასაკი თავისას შვრება შემცვლელიც არავინ ჩანს...
xuco
01:01 04-04-2016
0
არაუშავს... წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული