სამთო თხილამურები: ვონს მხოლოდ ბრინჯაო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მესამე კომპლექტი ქალებს შორის კომბინაციაში გათამაშდა და აქაც მოულოდნელი ჩემპიონი მივიღეთ.

სწრაფდაშვებასა და სლალომში ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა 23 წლის შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა, რომელმაც კარიერაში პირველად მოიგო მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისი დრო იყო ერთი წუთი და 58.88 წამი. ჩემპიონმა მხოლოდ 5 მეასედი წამით აჯობა თანამემამულე მიშელ გიზინს. ბრინჯაო ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა მოიპოვა, რომლის ჩამორჩენაც პირველ ადგილთან 0.38 წამი იყო. გიზინისთვისაც ეს სადებიუტო მედალი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, კირხგასერისთვის - მესამე.

ამერიკელმა ფავორიტმა ლინდსი ვონმა გამარჯვებულთან 0.85 წამი წააგო
და მეხუთე ადგილი დაიკავა.

საბედისწერო აღმოჩნდა სწრაფდაშვება სეზონის ერთ-ერთი ლიდერისთვის ლარა გუტისთვის. ის ტრასაზე დაეცა და ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში. გუტი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ სტარტებს და, შესაძლოა, სეზონიც ნაადრევად დაასრულოს.

* * *
გუშინ, სანკტ მორიტცში ორი ფინალი იყო - ქალებსა და კაცებს შორის სწრაფდაშვებაში.

ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინაში ქალებს შორის, ჩემპიონი გახდა სლოვენიელი ილკა შტუჰეცი, რომლის დრო იყო - წუთი და 32.85 წამი. მან 4 მეათედი წამით აჯობა ავსტრიელ სტეფანი ვენიეს და 45 მეასედით - ამერიკელ ლინდსი ვონს.

კაცებში 30 წლის შვეიცარიელმა ბიტ ფოიტცმა მოიგო სწრაფდაშვება დროით - 1.38,91. ვერცხლის მედალი მოიპოვა კანადელმა ერიკ გუეიმ (ჩამორჩენა - 0.12 წამი), რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სუპერგიგანტში მოიპოვა ოქროს მედალი. მესამეზე გავიდა ავსტრიელი მაქს ფრანცი 0.37 წამის ჩამორჩენით.

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცები გაითამაშებენ ოქროს მედალს კომბინაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული