ექსტრმალური სპორტის კვირეული

AutoSharing Option
მესტიის ახალაშენებულმა სათხილამურო კურორტმა ამ დღეებში ექსტრემალური სპორტის კვირეულს უმასპინძლა. საქართველოს ამ მაღალმთიანი კუთხის განუმეორებელ ეგზოტიკურ გარემოში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პროფესიონალი ექსტრემალები.

ასპარეზობა საქართველოს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარდა და შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ქართველმა სპორტსმენებმა ლამაზი სანახაობა აჩვენეს მესტიის, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეკრებილ ტურისტებს. გამარჯვება თბილისელ ლადო კობახიძეს ხვდა, რომელმაც "სუპერმენად" წოდებული ილეთი შეასრულა და დიდი უპირატესობით გაუსწრო კონკურენტებს.

პარალელურად თხილამურებით სწრაფდაშვებაში მოწყო შეჯიბრება მედიის წარმომადგენლებს შორის, სადაც ყველას პირველარხელმა ნიკა ბერაძემ აჯობა, მეორე იყო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე,
მესამე - პირველი არხის ოპერატორი გიორგი ქასრაშვილი. ბეჭდვითი პრესიდან მხოლოდ ამ სტრიქონების ავტორმა ("ლელო") იასპარეზა და მეოთხე შედეგით დაასრულა შეჯიბრება.

- წლეულს სეზონის დახურვამდე კიდევ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენას, ისე სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას, – გვითხრა კვირეულის საზეიმო დახურვის შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.


თორნიკე გაჩეჩილაძე 



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული