
10 ყველაზე სარისკო ტრასა მხოლოდ კარგად მომზადებული ექსტრემალებისთვის არის განკუთვნილი. ერთ-ერთი მათგანი La Chavanette-ს ტრასაა (ავორიაზი, საფრანგეთი), სადაც 200 მეტრიან დასაშვებ მონაკვეთზე მხოლოდ პროფესიონალებს უშვებენ.
სიაში ასევე შესულია Grand Couloir (კურშეველი, საფრანგეთი), Harakiri (მაირჰოფენი, ავსტრია) - რომელიც ხშირად მოყინულია, Le Tunnel (ალპ-დ'ეიუეზი, საფრანგეთი) - სადაც მოთხილამურის მცირე შეცდომას შეიძლება 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში ვარდნა მოჰყვეს.
სარისკო ტრასებიდან განსაკუთრებულად გამოარჩიეს Face de Bellavarde (ვალდ-ი'ზერი, საფრანგეთი) - ეს ტრასა, რომელიც ასევე მოყინულია,
არ უნდა გამოგვრჩეს ავსტრიული Backside of the Valluga, რომლის ტრასა 700 მეტრის სიმაღლის უფსკრულით მთავრდება.