მიზეზი ის არის, რომ ვონი ვერ ასწრებს სრულად აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ, რომელიც მან ჯერ კიდევ შარშან, თებერვალში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მიიღო, დეკემბერში კი გაიმიზეზა ძველი დაზიანება.
"იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ სოჭში გამოსვლას ვერ შევძლებ. აღღგენისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩემი მუხლი არასტაბილურია ასეთ დონეზე კონკურენციისთვის, - დაწერა თავის "ფეისბუქზე"
ჩემი უარი ნიშნავს იმას, რომ ოლიმპიადაზე სხვა რომელიმე ამერიკელს ექნება ოქროსთვის ბრძოლის შანსი. სავარაუდოდ, მალე ოპერაციას გავიკეთებ, რის შემდეგაც დავიწყებ მზადებას მსოფლიოს საშინაო ჩემპიონატისთვის, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიმართება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"