0:2, 6:3, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 ბურაკოვსკი-7 (ვინიკი-6), 0:2 ბექსტრიომი-13 (ოში-12, ოვეჩკინი-17), 0:3 ჯასტინ უილიამსი-15 (კუზნეცოვი-25, მ. იოჰანსონი-17), 1:3 მალკინი-19 (დელეი-10, ჯ. შულცი-20), 2:3 შირი-12 (კროსბი-21, დელეი-11), 3:3 ბონინო-7 (ჯ. შულცი-21, კესელი-29), 4:3 რასტი-11 (დელეი-12, მაატა-5), 5:3 მალკინი-20 (გიუნტცელი-2, ჯ. შულცი-22), 5:4 კონოლი-7 (ჩორნი-2, ბურაკოვსკი-12), 5:5 ელერი-5 (შმიდტი-11, ოში-13), 6:5 მალკინი-21 (ჰორნკვისტი-14, კროსბი-22), 7:5 კროსბი-27 (შირი-15, რასტი-8), 7:6 ოში-15 (ოვეჩკინი-18, ნისკანენი-17), 7:7 ელერი-6 (ორლოვი-18, ნისკანენი-18), 8:7 შირი-13 (კროსბი-23, ჯ. შულცი-23).
პიტსბურგში წლის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა "პინგვინებმა" სამშაიბიანი დეფიციტის
"პიტსბურგმა" გამარჯვების გოლი ოვერტაიმის დაწყებიდან 34-ე წამზე გაიტანა.
"პინგვინზი" ლიგის საუკეთესო გუნდია შინ ჩატარებული მატჩებით - 23 მატჩში 19 მოგება აქვს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, NHL-ის ერთ მატჩში 15 შაიბა გავიდა.
ბოსტონი-აილენდერსი 0:4
0:0, 0:3, 0:1
გოლები: 0:1 კულემინი-6 (სიზიკასი-12, ჩიმერა-8), 0:2 ბეილი-6 (ლი-6, პელეჩი-3), 0:3 კულემინი-7 (სიზიკასი-13), 0:4 ჩიმერა-8.
"აილენდერსის" მეკარემ თომას გრაისმა 32 დარტყმა მოიგერია და სეზონში პირველი შათაუტი შეასრულა. ამ მეკარისთვის ეს იყო მეორე მატჩი ბოსტონში და იქ ჯამში 82 დარტყმიდან 80 მოიგერია.
ბაფალო-დალასი 4:1
2:1, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ენისი-2, 2:0 მაკეიბი-1, 2:1 ფაკსა-6 (ჰუდლერი-4), 3:1 აიკელი-9 (რაინჰარტი-19, ოკსოპო-16), 4:1 აიკელი-10.
"ბაფალოს" რიგებში ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტაილერ ენისი და გახსნა ანგარიში "დალასთან" მატჩში. დუბლი შეასრულა აიკელმა, რობინ ლემერმა კი 31 დარტყმა მოიგერია და "სეიბრზმა" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.
დეტროიტი-მონრეალი 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 ვანეკი-12 (დეკეისერი-5, ნილსენი-16).
"დეტროიტმა" ოქტომბრის შემდეგ, პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი საკუთარ მოედანზე. მასპინძლების კარის დარაჯმა ჯარედ კორომ 18 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე შათაუტი შეასრულა.
"დეტროიტმა" 26 ნოემბერს აიყვანა კორო AHL-ს კლუბ "გარნდ რეპიდსისგან" და მას შემდეგ, ამ მეკარემ შვიდიდან ხუთი მატჩი მოიგო.
ლოს ანჯელესი-ტამპა ბეი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 კლიფორდი-3, 1:1 ტ. ჯონსონი-13 (დრუენი-16, ვიტკოვსკი-2), 1:2 ბ. ბოილი-11 (ფილპულა-22, კუჩეროვი-24).
ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, "ტამპა ბეიმ" ბოლო სამ მატჩში მეორედ მოიგო. ბრაიან ბოილმა და ტაილერ ჯონსონმა ორჯერ აიღეს "ლოს ანჯელესის" კარი, ბენ ბიშოპმა კი 31 დარტყმა მოიგერია.
სან ხოსე-ვინიპეგი 5:2
1:0, 2:0, 2:2
გოლები: 1:0 ჯ. უორდი-4 (ჯ. ბრაუნი-5), 2:0 მაიერი-2 (ტირნი-9, ჯ. უორდი-12), 3:0 ბერნსი-18 (პაველსკი-25, მარლო-8), 4:0 ტირნი-4 (მაიერი-2, ვლასიკი-9), 4:1 მორისეი-2 (შაიფლი-22), 4:2 შაიფლი-20, 5:2 ჯ. ტორნტონი-3.
მარტინ ჯონსმა 26 დარტყმა მოიგერია და სეზონში 22-ე გამარჯვება მოიპოვა. "ზვიგენების" მეკარეს ყველაზე დიდი სამუშაო პირველ პერიოდში ჰქონდა, როცა 11 დარტყმას გაუმკლავდა. ამ მოგებით, "სან ხოსემ" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.
ედმონტონი-არიზონა 3:1
1:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ნიუჯენტი-ჰოპკინსი-9 (ებერლე-19, ა. ლარსონი-7), 2:0 ხაირა-1 (ლეტესტუ-12, კასიანი-9), 3:0 დრაიზაიტლი-17 (მაკდევიდი-37), 3:1 ვვრბატა-10 (ბურმისტროვი-3, პერლინი-2).
"ედმონტონმა" 2009 წლის ნოემბერის შემდეგ, პირველად მოუგო შინ "არიზონას". ეს სერია 14 მატჩისგან შედგებოდა და შეწყდა მეკარე კემ ტელბოს კარგი თამაშის წყალობით - მან 20 დარტყმა მოიგერია.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოვლინდა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ვაშინგტონის" ფორვარდს ნიკლას ბექსტრიომს, რომელმაც სამ მატჩში 10 ქულა (3+7) დააგროვა. დედაქალაქელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და გამარჯვებათა სერია ცხრა თამაშამდე აიყვანეს.მეორე ვარსკვლავი გახდა "ბოსტონის" ფორვარდი ბრედ მარშანი. ის კვირის მეორე ბომბარდირი იყო 8 ქულით (4+4). "ბოსტონმა" სამიდან ორი მატჩი მოიგო. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ფილადელფიასთან" მატჩში, რომელიც მე-500 იყო მარშანის კარიერაში - ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.
კვირის მესამე ვარსკვლავია "კაროლინას" ფორვარდი ბროკ მაკგინი. სამ მატჩში მის ანგარიშზე იყო 7 ქულა (4+3). "აილენდერსის" წინააღმდეგ, მაკგინმა პირველად ითამაშა კარიერაში ოთხქულიანი მატჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"