პირველი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ბოსტონის" ფორვარდმა ბრედ მარშანმა. მის ანგარიშზე სამ თამაშში 9 ქულა (5+4) იყო. ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა საუკეთესო მატჩი "ვანკუვერის" (6:3) წინააღმდეგ ჩაატარა, როცა კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამას ერთი საგოლე პასი დაუმატა.
კვირის მეორე ვარსკვლავია "პიტსბურგის" ფორვარდი სიდნი კროსბი, რომელიც ლიგის ლიდერი იყო 6 გოლით. მარშანის მსგავსად, კანადელმაც შეძლო ერთ მატჩში სამი გოლის გატანა - კარიერაში მეათე ჰეთ-თრიკი შეასრულა "ფლორიდასთან" თამაშში. კროსბი 40 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორია.
დეტროიტი-ბაფალო 1:2
0:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 აიკელი-21 (რ. ო'რაილი-31, რისტოლაინენი-39), 0:2 მოულსონი-14 (ტ. ენისი-6, მაკეიბი-16), 1:2 ტატარი-21 (მაიკ გრინი-21, ზეტერბერგი-45).
ტორონტო-ბოსტონი 4:2
1:1, 0:0, 3:1
გოლები: 0:1 ბეკსი-16 (მარშანი-43), 1:1 რაილი-6 (მარნერი-39, ჯ. ვან რიმსდიკი-31), 2:1 ბოზაკი-17 (ჯ. ვან რიმსდიკი-32, ზაიცევი-27), 3:1 ნიულანდერი-19 (მეტიუსი-25), 4:1 კადრი-29 (კ. ბრაუნი-14, პოლაკი-4), 4:2 დ. მური-11 (აჩიარი-3).
ნეშვილი-არიზონა 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 არვიდსონი-27, 2:0 ელისი-13 (კ. სმიტი-10, იოზი-33), 3:0 ელისი-14 (კ. სმიტი-11, ფიშერი-24), 3:1 ეკმან-ლარსონი-11 (დვორჟაკი-16, დუკლე-8).
დალასი-სან ხოსე 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 მაკენზი-5 (კრაკნელი-5, ჰუდლერი-8).
ედმონტონი-ლოს ანჯელესი 2:0
2:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 მარუნი-25 (მაკდევიდი-56, დრაიზაიტლი-40), 2:0 ლუჩიჩი-17 (მაკდევიდი-57, დრაიზაიტლი-41).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"