საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა რეკორდული ანგარიშით მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული გუნდი ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში ასპარეზობს.

B ჯგუფის მესამე და ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 19:0 გაანადგურა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდი და 6 ქულა დააგროვა. ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის რეკორდულია.

დივიზიონის 8 მონაწილე ორ ჯგუფად არის გაყოფილი, II დივიზიონში მხოლოდ ტურნირის ერთი გამარჯვებული გადადის. ჯგუფური ეტაპების დასრულების შემდეგ ნახევარფინალები გაიმართება, შემდეგ კი - ფინალი.

ჩვენს ჯგუფში საქართველომ 6:5 მოუგო სამხრეთ აფრიკის გუნდს, მაგრამ წააგო ლუქსემბურგთან - 4:6. ჯგუფში ვითარება მას მერე გაირკვევა, რაც ლუქსემბურგისა და
სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ითამაშებენ.

არ არის ცნობილი ჯერ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდების ვინაობაც, თუმცა ბულგარეთმა უკვე გაინაღდა პირველობა და დიდი ალბათობით, საქართველოს მეტოქეც ის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვათა შორის, ვიდეოტრანსლაციები არის დადებული ჰოკეის მსოფლიო ფედარაციის საიტზე. http://www.iihf.com/competition/603/live-stream/
მოსკოველი
17:50 13-04-2017
0
მადლობა, მოსკოველო. ჰოკეი ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს სიამოვნებით ვუყურებ
მერაბი
18:12 13-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული