NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "ბაფალოს" ფორვარდი ტომაშ ვანეკი, რომელმაც ოთხ მატჩში 10 ქულა (5+5) დააგროვა. ავსტრიაში დაბადებულმა 29 წლის ჰოკეისტმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ბოსტონთან" შეხვედრაში (7:4), როცა ხუთი ქულა ჩაიწერა აქტივში. ეს ვანეკის მეორე ხუთქულიანი მატჩი იყო სეზონში. ამჟამად ბაფალოელი ლიგის ლიდერია ქულებისა (19) და შედეგიანი გადაცემების (11) რაოდენობით.

მეორე ვარსკვლავიც ფორვარდია - "პიტსბურგის" წევრი კრის კუნიტცი, რომელმაც ოთხ მატჩში რვა ქულა (5+3) მიითვალა. ამ თავდამსხმელის საუკეთესო მატჩი იყო "ვაშინგტონის" წინააღმდეგ, როცა მან სამი გოლი გაიტანა და ამას ერთი საგოლე
პასი დაუმატა. კუნიტცი ექვსი გოლით "პიტსბურგის" საუკეთესო სნაიპერია.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ვანკუვერის" მეკარეს რობერტო ლუონგოს. მან გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო, საშუალოდ 0.95 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.3 პროცენტი მოიგერია. ლუონგომ "კოლორადოსთან" მატჩში 24 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 61-ე შათაუტი შეასრულა.

* * *
ამასობაში ლიგამ იანვრის ლაურეატების გამოვლენა დაიწყო. გასული თვის საუკეთესო ახალბედად "სენტ ლუისის" რუსი ფორვარდი ვლადიმერ ტარასენკო აღიარეს. 21 წლის თავდამსხმელმა იანვარში შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

საუკეთესო დებიუტანტის პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: ნაილ იაკუპოვი ("ედმონტონი") - 5 ქულა (4+1), კორი კონაჩერი ("ტამპა ბეი") - 9 ქულა (3+6), ჯასტინ შულცი ("ედმონტონი") - 5 ქულა (2+3) და ალექს გალჩენიუკი ("მონრეალი") - 5 ქულა (1+4). ამათგან ყველა ფორვარდია, შულცის გარდა.

ტორონტო-კაროლინა 1:4
1:0, 0:2, 0:2
გოლები: 1:0 ფრატინი-5 (კადრი-5, კომაროვი-2), 1:1 ჯ. სტაალი-1 (დუიაერი-1, სკინერი-2), 1:2 ე. სტაალი-7 (ტლუსტი-2, ბრენტი-1), 1:3 ფოლკი-2 (სკინერი-3, სიომინი-5), 1:4 დუიაერი-3 (ჯ. სტაალი-7, სკინერი-4).

ფინიქსი-მინესოტა 2:1
1:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 კორპიკოსკი-4 (გორდონი-4, იენდლი-5), 2:0 ჰანზალი-4 (ვრბატა-7, ზ. მიხალეკი-1), 2:1 პარიზე-6.

კოლორადო-დალასი 2:3
0:2, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ბენი-1, 0:2 მოროუ-1 (იაგრი-4, ბენი-2), 1:2 ჰეიდუკი-1 (მიტჩელი-3, პ. შჩასტნი-2), 2:2 პარენტო-7 (პ. შჩასტნი-3, მაკგინი-5), 2:3 ბენი-2 (როი-3, როუმი-1).

ედმონტონი-ვანკუვერი 2:3 (ო)
1:0, 1:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ჰემსკი-3 (იაკუპოვი-2, სემ განიე-7), 0:2 რ. სმიტი-1 (ლანდერი-1), 1:2 ჰანსენი-1 (შრიოდერი-2, ჰიგინსი-3), 2:2 ბიეკსა-1 (რეიმონდი-1, ჰანსენი-4), 2:3 ტანევი-1 (ჰ. სედინი-6, დ. სედინი-5).

ანაჰაიმი-სან ხოსე 2:1
0:1, 0:0, 2:0
გოლები: 0:1 კუტური-6 (ე. დეჟარდენი-1, უინგელსი-2), 1:1 ს. კოივუ-2, 2:1 სურეი-3 (ბოშემენი-1, გეტცლაფი-5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოტავამ ლიდერი დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული