ამ ნაკრებებმა სოჭში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ტურნირების მოგების შემდეგ მიიღეს. სლოვენია ჯგუფში უკრაინასთან, ბელორუსთან და დანიასთან თამაშობდა და სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი პირველად ითამაშებს ოლიმპიურ ტურნირზე. ცნობისთვის, სლოვენიელთა მთავარი მწვრთნელია "ლოს ანჯელეს კიგზის" ლიდერის, ანჟე კოპიტარის მამა.
ავსტრიელთა მეტოქეები იყვნენ გერმანიის, ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებები. ავსტრიამ მოუგო იტალიასა და ჰოლანდიას და
ავსტრიის მსგავსი შედეგი ჰქონდა ლატვიას - ორი მოგება ბრიტანეთთან და ყაზახეთთან და ოვერტაიმში წაგება საფრანგეთთან. ლატვიამაც მოიპოვა 2014 წლის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება.
ასე რომ, მთლიანად დაკომპლექტდა სოჭის თამაშებზე ჰოკეის ტურნირში ჯგუფების შემადგენლობები:
A ჯგუფი: რუსეთი, სლოვაკეთი, აშშ, სლოვენია;
B ჯგუფი: ფინეთი, კანადა, ნორვეგია, ავსტრია;
C ჯგუფი: ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია, ლატვია.
ასევე, ცნობილი გახდა ქალთა ტურნირის ყველა მონაწილე. სოჭში ითამაშებენ: რუსეთი, კანადა, აშშ, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, გერმანია და იაპონია.
ევროპის ჩემპიონატი იქნება?
შვედეთის ქალაქ მალმიოში გაიმართა ჰოკეიში ევროტურის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა. განხილვის მთავარი თემა გახდა ევროტურის ალტერნატიული ტურნირის ჩატარება, რომელსაც ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაერქმევა.
ამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის მიიწვევენ გუნდებს, რომლებიც ევროტურის მონაწილე გუნდების - რუსეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და ფინეთის ქვემოთ დგანან რეიტინგში.
შეხვედრის შემდეგ შედგა სამუშაო ჯგუფი ტურნირის ახალი ფორმატის შესამუშავებლად. ეს ჯგუფი გაითვალისწინებს მონაწილეთა სურვილებს.
NHL. რეგულარული ჩემპიონატი
სათამაშო დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ნიუ იორკ რეინჯერსის" ფორვარდი კარლ ჰაგელინი, რომელმაც "ტამპა ბეისთან" მატჩში სამი ქულა (2+1) დააგროვა.
მეორე ვარსკვლავად აღიარეს "ედმონტონის" მეკარე დევან დუბნიკი. ის "კოლამბუსის" ჰოკეისტთა 39 დარტყმას გადაეღობა.
მესამე ვარსკვლავი გახდა "ნიუ ჯერსის"ფორვარდი დევიდ კლარკსონი, რომელმაც დუბლი შეასრულა "პიტსბურგთან" მატჩში.
დეტროიტი-ლოს ანჯელესი 3:2
2:1, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 დაციუკი-5 (ზეტერბერგი-12, კრონვალი-9), 2:0 ბრუნერი-6 (ზეტერბერგი-13, ი. უაიტი-1), 2:1 კოპიტარი-4 (სკუდერი-1, ვოინოვი-2), 2:2 მარტინესი-1 (კლიფორდი-5), 3:2 ჯ. ერიქსონი-2.
კოლამბუსი-ედმონტონი 1:3
0:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 ჰემსკი-5 (ტ. ჰოლი-9), 1:1 უმბერგერი-1 (ტიუტინი-8, დუბინსკი-5), 1:2 პააიარვი-1 (სემ განიე-9, შმიდი-2), 1:3 სემ განიე-4 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-6).
ბაფალო-ბოსტონი 1:3
0:0, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 მარჩანდი-6 (ფერენსი-2), 1:1 ენისი-5 (სტეფორდი-5), 1:2 პ. ბერჟერონი-2 (კ. ბურკი-1, პევერლი-3), 1:3 ლუჩიჩი-3 (კრეიჩი-7, საიდენბერგი-1).
რეინჯერსი-ტამპა ბეი 5:1
2:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 ჰაგელინი-2 (ნეში-6, ჯირარდი-3), 2:0 კელეჰანი-3, 3:0 ჰაგელინი-3 (მ. სტაალი-6), 3:1 ლეკავალიე-5 (ჰედმანი-4, კილორნი-1), 4:1 ეშემი-1 (მაკდონაჰი-2), 5:1 ნეში-3 (ჰაგელინი-2, ჟირარდი-4).
პიტსბურგი-ნიუ ჯერსი 1:3
0:1, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 კლარკსონი-8 (ენრიკე-2), 0:2 კოვალჩუკი-4 (მატო-1), 0:3 კლარკსონი-9 (ელიაში-11, ჟიდლიცკი-5), 1:3 ჯ. ნილი-8 (კუნიტცი-9, მალკინი-13).
ნეშვილი-ჩიკაგო 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 კრუგერი-2, 0:2 ტეივზი-6 (კიტი-4, მარიან ჰოსა-6), 0:3 პ. კეინი-9 (ბოლანდი-2, როჟსივალი-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სამეული - რინე, კეინი და კროსბი