გასულ კვირას ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში თითო გოლი გაჰქონდა "ტამპა ბეის" ფორვარდს სტივენ სტემკოსს და ის მეორე ვარსკვლავი გახდა. საერთო ჯამში, ამ ოთხ შეხვედრაში სტემკოსის მონაგარი იყო 8 ქულა (4+4). "ტამპას" ერთ-ერთი ლიდერი ზედიზედ მეხუთე მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და ზედიზედ ექვსი მატჩია მინიმუმ ქულას იღებს. 23 წლის სტემკოსი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (29) და საუკეთესო გოლეადორია (13).
კვირის მესამე ვარსკვლავი მეკარეა - "ოტავა სენატორზის" კარის დარაჯი ბენ ბიშოპი. ის გასულ კვირას "ოტავას" ძირითად მეკარეს, ტრავმირებულ კრეიგ ანდერსონს ცვლიდა და სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 2.03 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93.1 პროცენტი მოიგერია. სამიდან ორ მატჩში ბიშოპმა ბულიტების სერიაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 9 პენალტი მოიგერია. გუშინ, "მონრეალის" წინააღმდეგ მატჩში, ბიშოპის ანგარიშზე 44 სეივი იყო. ეს სტატისტიკა არ შევიდა გასული კვირის სტატისტიკაში.
ფილადელფია-ტორონტო 2:4
0:1, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 კესელი-4 (ბოჟაკი-7, გუნარსონი-3), 0:2 კულემინი-2 (კადრი-11, გუნარსონი-4), 1:2 ჰარტნელი-1 (ვორაჩეკი-16, ჟირუ-13), 1:3 გრაბოვსკი-6 (მაკარტური-4, კადრი-12), 2:3 ვორაჩეკი-8 (ტიმონენი-11, ჟირუ-14), 2:4 მაკლემანი-2 (კულემინი-10).
ოტავა-მონრეალი 2:1 (ბ)
0:0, 1:1, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ძიურზინსკი-2 (კ. ნილი-2, ფილიპსი-1), 1:1 მარკოვი-5 (დიასი-12, პასიორეტი-10).
ბულიტები გაიტანეს: სილვერბერგი (ოტავა), დეშარნე (მონრეალი), რეგინი (ოტავა).
ჩიკაგო-ედმონტონი 3:2 (ო)
1:1, 0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 პეტრი-1 (პეტრელი-1), 1:1 პ. კეინი-10 (კრუგერი-4, ლედი-5), 1:2 იაკუპოვი-6 (სემ განიე-13, შულცი-6), 2:2 სტალბერგი-5 (როჟსივალი-6), 3:2 მარიან ჰოსა-9 (შარპი-11).
ნეშვილი-დალასი 5:4 (ო)
1:0, 2:4, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 კ. სმიტი-2 (კლუნი-1, ს. კოსტიცინი-6), 1:1 ფრეზერი-1 (ლ. ერიქსონი-7, ჯორდი ბენი-2), 1:2 რ. სმიტი-3 (რაიდერი-6, იკინი-8), 2:2 იოსი-2 (ლეგუანდი-4, ჰორნკვისტი-5), 2:3 ფიდლერი-1 (ჯეიმი ბენი-8, რაიდერი-7), 2:4 ლ. ერიქსონი-5 (რაიდერი-8, რობიდასი-7), 3:4 ჰორნკვისტი-2 (ერატი-8, იოსი-3), 4:4 ფიშერი-4 (კ. უილსონი-10, იოსი-4), 5:4 იოსი-3 (ს. კოსტიცინი-7, შ. უებერი-5).
ლოს ანჯელესი-ანაჰაიმი 5:2
0:0, 2:2, 3:0
გოლები: 0:1 კოლიანო-5 (გეტცლაფი-12, პერი-9), 1:1 პენერი-1 (სტოლი-2, დ. კინგი-3), 1:2 ს. კოივუ-5 (ბოშემენი-10, ლავჯოი-4), 2:2 დ. ბრაუნი-6 (კოპიტარი-8, ჯასტინ უილიამსი-7), 3:2 ვოინოვი-3 (კოპიტარი-9, დ. ბრაუნი-4), 4:2 მუზინი-2 (კოპიტარი-10, ვოინოვი-6), 5:2 ჯ. კარტერი-10 (მ. რიჩარდსი-8, დაუტი-8).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" ახალი ისტორია