NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რიკ ნეში ყველაზე ვარსკვლავურია

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, რეგულარული ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ, ჰოკეის ეროვნული ლიგა შეხვედრის სამ საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. 28 მარტის სათამაშო დღის შემდეგ, წლევანდელ სეზონში 490 მატჩი დაგროვდა და საინტერესოა, რომელი ჰოკეისტები სახელდებოდნენ ყველაზე ხშირად მატჩის სამ ვარსკვლავს შორის.

თუ პირველი ადგილს სამ ქულას მივანიჭებთ, მეორე ადგილს - ორ ქულას და მესამე ადგილს - ერთს, მაშინ, 2012-13 წლების სეზონის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე იქნება "ნიუ იორკ რეინჯერსის" ფორვარდი რიკ ნეში. საუკეთესო სამეულში შედიან - "პიტსბურგის" ფორვარდი სიდნი კროსბი და "დეტროიტ რედ უინგზის" თავდამსხმელი პაველ დაციუკი.

მიმდინარე სეზონში მატჩის პირველი ვარსკვლავის სტატუსი ყველაზე ხშირად "ედმონტონის" მეკარემ დივეინ დუბნიკმა მოიპოვა - ის შვიდ მატჩში დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ.

აქვე გთავაზობთ იმ მოთამაშეების სიას, რომლებიც ყველაზე ხშირად შეჰყავდათ რეგულარული ჩემპიონატის მატჩების სამ ვარსკვლავს შორის.

1 2 3 სულ
1. რიკ ნეში (რეინ) 6 5 2 30
2. სიდნი კროსბი (პიტ) 6 4 3 29
3. პაველ დაციუკი (დეტ) 5 6 1 28
4. ჯონ ტავარესი (აილ) 5 4 3 26
5. ბრეიდენ ჰოლტბი (ვაშ) 6 2 3 25
6. პატრიკ კეინი (ჩიკ) 5 3 4 25
7. დივეინ დუბნიკი (ედმ) 7 1 1 24
8. პატრის ბერჟერონი (ბოს) 4 4 4 24
9. კრეიგ ანდერსონი (ოტა) 6 2 1 23
10. პეკა რინე (ნეშ) 6 2 1 23

ფილადელფია-აილენდერსი 3:4 (ბ)
2:0, 0:1, 1:2, 0:0
გოლები: 1:0 ჰარტნელი-3 (ჟირუ-21, სინოდსი-11), 2:0 ნუბლი-3 (ჟირუ-22), 2:1 ტავარესი-21 (მოულსონი-24, შტრაიტი-12), 2:2 კ. მაკდონალდი-5 (კ. ოკუანი-5, გრაბნერი-4), 2:3 კ. მაკდონალდი-6 (მ. მარტინი-4, ჩიზიკასი-8), 3:3 ჰარტნელი-4 (სინოდსი-12, რიდი-8).
ბულიტები გაიტანეს: ჟირუ (ფილადელფია), ბოიესი (აილენდერსი), ბეილი (აილენდერსი).

ტორონტო-კაროლინა 6:3
1:0, 1:2, 4:1
გოლები: 1:0 ბოჟაკი-10 (კესელი-23, ვან რიმსდიკი-9), 2:0 ფრანსონი-3 (კესელი-24, ფანოფი-13). 2:1 ე. სტაალი-15 (სიომინი-23), 2:2 სიომინი-9 (კორვო-8), 2:3 ჯ. სტაალი-8 (ტ; რუუტუ-1, კორვო-9), 3:3 ფანოფი-7 (ლუპული-2, ბოჟაკი-12), 4:3 ლუპული-7, 5:3 მაკლემანი-6 (კულემინი-13, ფანოფი-14), 6:3 კულემინი-6 (ბოჟაკი-13, გუნარსონი-12).

პიტსბურგი-ვინიპეგი 4:0
2:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 კუნიტცი-20 (კროსბი-40, პ. მარტინი-15), 2:0 მალკინი-6 (ჯ. ნილი-14, ნისკანენი-6). 3:0 დუპუი-16 (კუნიტცი-24, კროსბი-41), 4:0 დუპუი-17 (ვოკოუნი-2).

ფლორიდა-ბაფალო 5:4 (ბ)
1:0, 1:3, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 მატიასი-11 (სტრაჩანი-3, იუბერდო-10), 2:0 ფლიშმანი-8 (კოპეცკი-10, ბ. კემპბელი-13), 2:1 გებრე-4 (ენისი-16, სტეფორდი-8), 2:2 სეკერა-2 (ოტი-13), 2:3 სტეფორდი-5 (ერჰოფი-13, რეგერი-2), 3:3 მატიასი-12 (მიულერი-7), 3:4 ფოლინო-5 (ლეოპოლდი-6, მიერსი-3), 4:4 იუბერდო-13 (მიულერი-8, ბ. კემპბელი-14).
ბულიტები გაიტანეს: პომინვილი (ბაფალო), იუბერდო (ფლორიდა), სანტორელი (ფლორიდა).

ოტავა-რეინჯერსი 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ბენუა-2 (ზიბანეჯადი-8, კ. ნილი-6), 2:0 ლატენდრესი-5 (ზიბანეჯადი-9, სილვერბერგი-6), 3:0 გრინინგი-6 (კ. ნილი-7, მეტოტი-6).

ნეშვილი-ფინიქსი 4:7
3:6, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ჰანზალი-9, 0:2 ვრბატა-5 (კლესლა-3, ჰანზალი-6), 0:3 მოსი-4 (კლინკჰამერი-2, კლესლა-4), 0:4 ლომბარდი-3 (კლესლა-5, ბოდკერი-14), 0:5 იენდლი-6 (ვრბატა-11, დოუნი-9), 1:5 ლეგუანდი-8 (ბლუმი-6, გ. ბურკი-5), 2:5 ქლუნი-4 (იოსი-11, ჰორნკვისტი-6), 2:6 ვრბატა-6 (კლესლა-6, ჰანზალი-7), 3:6 გ. ბურკი-11 (ლეგუანდი-9, ბეკი-2), 3:7 ვერმეტი-8 (ბისონეტი-4, შლემკო-3), 4:7 შ. უებერი-7 (ფიშერი-10, ერატი-17).

სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 2:4
0:0, 1:2, 1:2
გოლები: 0:1 დ. ბრაუნი-13 (კოპიტარი-21, სკუდერი-10), 1:1 ტარასენკო-7 (პერონი-13, სობოტკა-8), 1:2 ტ. ლუისი-5 (სტოლი-8, კინგი-6), 2:2 ტარასენკო-8 (პიეტრანჯელო-14, შატენკირკი-18), 2:3 მ. რიჩარდსი-8 (ჯ. კარტერი-4, ტოფოლი-2), 2:4 ჯასტინ უილიამსი-5 (დ. ბრაუნი-8, ვოინოვი-17).

ედმონტონი-კოლამბუსი 6:4
1:2, 2:1, 3:1
გოლები: 0:1 ატკინსონი-4 (კალვერტი-5), 0:2 კალვერტი-5 (ატკინსონი-5, ანისიმოვი-3), 1:2 პააიარვი-7 (სემ განიე-17), 2:2 ებერლე-10 (ტ. ჰოლი-23, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-13), 2:3 ანისიმოვი-9 (ნიკიტინი-4), 3:3 ჰორკოფი-6 (იაკუპოვი-10, რ. ჯონსი-2), 3:4 ატკინსონი-5 (ანისიმოვი-4), 4:4 პოტერი-1 (პააიარვი-3, სემ განიე-18), 5:4 ჰემსკი-9 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-14), 6:4 სემ განიე-13.

ვანკუვერი-კოლორადო 4:1
1:0, 0:0, 3:1
გოლები: 1:0 ბაროუზი-Burrows 9 (ჰ. სედინი-22, დ. სედინი-19), 1:1 დუშენი-13 (პარენტო-20, ჰეიდა-9), 2:1 დ. სედინი-10 (ბაროუზი-10, ჰამჰუისი-14), 3:1 ჰ. სედინი-9 (შნაიდერი-1), 4:1 ჰიგინსი-8.

სან ხოსე-დეტროიტი 2:0
1:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 პაველსკი-10 (გალიარდი-6, ქლოუ-11), 2:0 ბერნსი-5 (ჯ. ტორნტონი-25).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული