NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბი ტვინის შერყევას გადაურჩა

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" გენერალურმა მენეჯერმა რეი შერომ ჟურნალისტებს უამბო სიდნი კრობისთან შეხვედრის შესახებ.

შერომ "პინგვინების" ლიდერი საავადმყოფოში მოინახულა. შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ აილენდერსთან" შეხვედრაში კროსბის თანაგუნდელის დარტყმული შაიბა სახეში მოხვდა, რამდენიმე კბილი დაკარგა და საოპერაციო შეიქნა.

"გაკვირვებული დავრჩი, რადგან საავადმყოფოში ის კარგად გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რასაც ველოდი. კროსბი შესანიშნავ ხასიათზე იყო, - ამბობს შერო ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე. - უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში შევაფასებთ სიტუაციას და შევეცდებით განვსაზღვროთ მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი. სავარაუდოდ, ინფორმაციას ამ კვირას გავავრცელებთ".

გარდა
ამისა, "პიტსბურგის" გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ კროსბის არ აღენიშნება ტვინის შერყევის სიმპტომები.

დალასი-კინგსი 2:3
0:1, 1:0, 1:2
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი-20 (მ. რიჩარდსი-14, პენერი-9), 1:1 ჯეიმი ბენი-8 (გოლიგოსკი-17), 1:2 რიჩარდსონი-1 (კლიფორდი-7), 1:3 ჯასტინ უილიამსი-7 (დ. ბრაუნი-9, ვოინოვი-18), 2:3 რეი უიტნი-7 (გოლიგოსკი-18, როი-18).

ფილადელფია-ვაშინგტონი 5:4 (ო)
2:1, 0:1, 2:2, 1:0
გოლები: 0:1 ბექსტრიომი-6 (ჰილენი-1, მ. იოჰანსონი-7), 1:1 ტელბოტი-5 (რინალდო-2, ტიმონენი-17), 2:1 რიდი-9 (ჟირუ-23), 2:2 მაიკ გრინი-5 (ლეიჩი-3), 2:3 მ. იოჰანსონი-5, 2:4 ოვეჩკინი-18 (ჯ. კარლსონი-12, ბროუერი-13), 3:4 ჟირუ-11 (ტიმონენი-18, შენი-15), 4:4 ტიმონენი-4 (ჟირუ-24, სიმონდსი-13), 5:4 ფედოტენკო-3 (ტიმონენი-19, კუტურიე-7).

ბაფალო-ბოსტონი 0:2
0:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 კრეიჩი-8 (ჰორტონი-9, ბარტკოვსკი-1), 0:2 ჰორტონი-11 (კრეიჩი-20, ლუჩიჩი-15).

დეტროიტი-ჩიკაგო 1:7
0:3, 0:2, 1:2
გოლები: 0:1 მორინი-1, 0:2 საადი-5 (ფროლიკი-5, ტეივზი-17), 0:3 ბოლანდი-6, 0:4 ტეივზი-17 (საადი-13), 0:5 საადი-6 (ჰიალმარსონი-6, ტეივზი-18), 0:6 ბოლანდი-7 (ჰიესი-2, როჟსივალი-9), 0:7 ლედი-6, 1:7 ემერტონი-3 (ლაშოფი-4, ბ. სმიტი-4).

კოლამბუსი-ანაჰაიმი 2:1 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ბრასარი-7 (ლეტესტუ-11, პროსპალი-11), 1:1 ეტემი-3 (კოლიანო-9, ალენი-5), 2:1 ლეტესტუ-9 (ნიკიტინი-6, პრაუტი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბის კბილები ჩამოუღეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული