NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბის პლეი ოფამდე დაასვენებენ

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის, სიდნი კროსბის მდგომარეობა უმჯობესდება იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც მან რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში მიიღო. შეგახსენებთ, რომ კანადური ჰოკეის მთავარ ვარსკვლავს თანაგუნდელის დარტყმული შაიბა მოხვდა სახეში, ყბა გაუტყდა და რამდენიმე კბილი დაკარგა.

"გავიდა ერთი კვირა და თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე პირველ დღეებში, როცა საავადმყოფოში მოვხვდი, - ამბობს NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე კროსბი. - ყოველ დღე დავდივარ ექიმთან იმისთვის, რომ ყინულზე დაბრუნების უფლება მივიღო. ვწუხვარ, თუ არა დაკარგული კბილების გამო? არა. მე უფრო მეტად მანერვიულებს სრული გამოჯანმრთელება და გუნდში
დაბრუნება. იმედია, ეს სულ მალე მოხდება".


საერთო ჯამში, ამ სეზონში "პიტსბურგს" არ უმართლებს და პრაქტიკულად, ვერ ახერხებს ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას. გუნდს გარკვეული ხანი არ ჰყავდა ევგენი მალკინი, შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა წამყვანი მცველი კრის ლეტანგი, ამას მოჰყვა კროსბის ტრავმა. ახლა კი "პინგვინებს" დააკლდათ ერთ-ერთი ბომბარდირი ჯეიმს ნილი, რომელმაც თავში დარტყმა მიიღო და მინიმუმ ერთი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

25 წლის ნილმა 39 მატჩში 32 ქულა (18+14) დააგროვა. არსებობს ვარაუდი, რომ "პიტსბურგის" ხელმძღვანელობა კროსბისა და ნილს რეგულარულში აღარ ათამაშებს, რადგან "პინგვინზს" უკვე განაღდებული აქვს პლეი ოფში თამაში. სწორედ ამ ეტაპზე დაბრუნდებიან ეს ფორვარდები.

* * *
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობა ორი მოულოდნელი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პირდაპირ ეხება ევროპულ ჰოკეის. ლიგის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ კოლინზმა განაცხადა, რომ NHL-ს აქვს ევროპული ბიზნესგეგმა, რომელიც ვარაუდობს მსოფლიოს თასის აღდგენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტებით დაკომპლექტებული ნაკრებები. ასევე, გეგმაშია ჩემპიონთა ლიგის ანალოგიური ტურნირის ჩატარება კლუბებს შორის.

"გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ მოვაწყობთ მატჩებს NHL-ის კლუბებსა და ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის. როგორ მოვაწყობთ ამას? ეს საკითხები განხილვის სტადიაშია", - განაცხადა კოლინზმა.

"ნიუ იორკ პოსტის" მიმომხილველის, ლარი ბრუქსის აზრით, მსოფლიოს თასის ორგანიზებისას მთავარი პრობლემა იქნება ფულადი საკითხი: აუცილებელი გახდება მარკეტინგული შეთანხმება, რათა ტურნირი ფინანსურად მომხიბვლელი იყოს. "მსოფლიოს თასი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს, თუ მატჩები აშშ-ის ქალაქებში გაიმართება, ხოლო ფინალი ნიუ იორკში შედგება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამერიკულ ფეხბურთში სუპერბოული გაიმართება", - მიაჩნია ბრუქსს.

დეტროიტი-სტ ლუისი 0:1
0:0, 0:1, 0:0
გოლი: 0:1 პორტერი-2 (ბერგლუნდი-7, ჯეკმენი-9).

სან ხოსე-დალასი 4:5 (ბ)
1:0, 3:2, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 უინგელსი-4 (კუტური-13), 2:0 ბერნსი-6 (ბრაუნი-4, ნიემი-1), 2:1 ნისტრიომი-6 (ფიდლერი-9), 2:2 ჩიესონი-2 (ჯეიმი ბენი-18, რეი უიტნი-10), 3:2 გალიარდი-3 (ტორესი-8), 4:2 ვლასიჩი-3 (ტორესი-9, ბრაუნი-5), 4:3 ჩიესონი-3 (რეი უიტნი-11, ჯეიმი ბენი-19), 4:4 ლ. ერიქსონი-10 (ფრეზერი-1, გოლიგოსკი-20).
ბულიტები გაიტანეს: ჯეიმი ბენი (დალასი).

ფლორიდა-ოტავა 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 კონაჩერი-10 (სილვერბერგი-9, ზიბანეჯადი-13), 1:1 გოკი-5 (ფლიშმანი-18, კოპეცკი-11), 2:1 კულიკოვი-2 (იუბერდო-14, ბ. კემპბელი-16).

კოლამბუსი-მინესოტა 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 რ. სატერი-4 (პომინვილი-16, სპარჯონი-9), 0:2 კოილი-6 (გრანლუნდი-6, სეტოგუჩი-12), 0:3 პომინვილი-11 (პარიზე-17).

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 4:2
0:1, 3:1, 1:0
გოლები: 0:1 ლეკავალიე-8 (სან ლუი-38, სალო-13), 1:1 ოვეჩკინი-24 (ჰილენი-2, ბექსტრიომი-34), 1:2 კილორნი-7 (ლეკავალიე-17, მ. კარლი-14), 2:2 ჯ. კარლსონი-6 (ჯ. უორდი-12, ჰილენი-3), 3:2 ჯ. უორდი-8 (მ. პერო-8, ჩიმერა-9), 4:2 ოვეჩკინი-25 (რიბეირო-26).

ჩიკაგო-ნეშვილი 5:3
1:1, 1:1, 3:1
გოლები: 1:0 შოუ-8 (ფროლიკი-6, ჰიალმარსონი-8), 1:1 სპალინგი-7 (ს. კოსტიცინი-11), 2:1 ბიკელი-8 (სტალბერგი-12, როჟსივალი-11), 2:2 შ. უებერი-8 (სპალინგი-4), 2:3 ლეგუანდი-11 (ჰალიშჩუკი-5, შ. უებერი-15), 3:3 საადი-9 (კიტი-20, ტეივზი-21), 4:3 ტეივზი-19 (პ. კეინი-26, შოუ-5), 5:3 პ. კეინი-20 ( საადი-14).

ბაფალო-ნიუ ჯერსი 3:2 (ბ)
1:1, 1:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 კალეტა-1 (ჰეხტი-9), 1:1 სალივანი-6 (ბერნიე-5), 2:1 ოტი-8 (ჰოჯსონი-17, გერბე-4), 2:2 ფეინი-1 (ზუბრუსი-4).
ბულიტები გაიტანეს: გებრე (ბაფალო).

ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 4:3 (ბ)
1:0, 1:2, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 პალმიერი-9 (ბელესკი-4, შტეკელი-4), 1:1 დაუტი-3 (ბრაუნი-11), 2:1 პერი-13 (კოლიანო-10, სურეი-8), 2:2 ჯ. კარტერი-23 (მ. რიჩარდსი-16, რიჩარდსონი-1), 3:2 ბელესკი-7 (სურეი-9, ს. კოივუ-17), 3:3 ბრაუნი-15 (კოპიტარი-25, ჯასტინ უილიამსი-19).
ბულიტები გაიტანეს: რაიანი (ანაჰაიმი), ს. კოივუ (ანაჰაიმი), ჯ. კარტერი (ლოს ანჯელესი), პერი (ანაჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი "დათვი" გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული