დიდი სენსაცია: საფრანგეთმა რუსეთს მოუგო

AutoSharing Option
უდიდესი სენსაცია მოხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - თავის ჯგუფში პირველი მატჩი წააგო რუსეთის ნაკრებმა, თანაც იმ გუნდთან, რომლისგანაც ასეთ გმირობას ვერავინ წარმოიდგენდა. საფრანგეთმა 2:1 მოუგო ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

სამივე გოლი ამ მატჩში მეორე პერიოდში გავიდა. 27-ე წუთზე რუსებმა ბულიტის უფლება მიიღეს, მაგრამ ალექსანდრ რადულოვმა შანსი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ფავორიტმა მალე გახსნა ანგარიში - ეს გააკეთა ფორვარდმა ალექსანდრ პერეჟოგონმა.

ფრანგებმა ანგარიში 30-ე წუთზე გაათანაბრეს - დამიენ ფლერის ზუსტი დარტყმით, 38-ე წუთზე კი ანტუან რუსელმა წინ გაიყვანა
საფრანგეთი.

ამის შემდეგ რუსები მეტოქის ზონაში დასახლდნენ, მაგრამ მათ დარტყმებს იგერიებდა მეკარე ფლორიან არდი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სხვათა შორის, არდი საფრანგეთის მესამე მეკარეა. როგორც ჩანს, ფრანგების დამრიგებელს არ სჯეროდა თავისი გუნდის გამარჯვების და დასვენების საშუალება მისცა კრისტობალ იუესა და ფაბრისუ ლანრის.

ასე მოულოდნელად შეწყდა რუსეთის ნაკრების 13-მატჩიანი მოგებათა სერია მსოფლიოს ჩემპიონატზე; თან ეს მოხდა 9 მაისს, გამარჯვების დღეს.

ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი

სლოვენია-შვეიცარია 1:7
1:3, 0:3, 0:1
გოლები: 1:0 პაიჩი-1 (პავლინი, პრეტნარი), 1:1 ბოდენმანი-2 (კუნტი, ჰოლენშტაინი), 1:2 კუნტი-1 (ბოდენმანი, ჰოლენშტაინი), 1:3 ჰოლენშტაინი-2 (ბოდენმანი), 1: 4 ჰოლენშტაინი-3 (ვოკლერი, უოლკერი), 1:5 მოზერი-2 (პლუსი, ნიდერაიტერი), 1:6 ამბული-2, 1:7 სური-3 (ამბული, გარდნერი).

ნორვეგია-შვედეთი 1:5
0:2, 1:0, 0:3
გოლები: 0:1 ლანდესკოგი-1 (აქსელსონი, ფრანსონი), 0:2 ლ. ერიქსონი-1 (პერსონი, აქსელსონი), 1:2 ჰოლტეტი-1, 1:3 იამტინი-1 (ფრანსონი), 1:4 ფალტი-1 (აქსელსონი, პერსონი), 1:5 ლანდესკოგი-2 (ჰიალმარსონი, ლ. ერიქსონი).

თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ
1. შვეიცარია 4 3 1 0 0 18-7 11
2. შვედეთი 4 3 0 0 1 11-6 9
3. კანადა 3 2 0 1 0 12-5 7
4. ნორვეგია 4 2 0 0 2 8-15 6
5. ჩეხეთი 3 1 0 0 2 5-7 3
6. ბელორუსი 3 1 0 0 2 5-7 3
7. დანია 3 0 1 0 2 6-8 2
8. სლოვენია 4 0 0 1 3 7-17 1

B ჯგუფი

ავსტრია-გერმანია 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 კინკი-2, 0:2 კინკი-3.

აშშ-ფინეთი 4:1
1:1, 0:0, 3:0
გოლები: 0:1 კოსკირანტა-1 (პესონენი, ჰეიტანენი), 1:1 კ. სმიტი-1 (მოსი, ბატლერი), 2:1 კ. სმიტი-2 (შჩასტნი, ფოლკი), 3:1 ს. ჯონტა-1 (ტომპსონი), 4:1 კ. სმიტი-3 (შჩასტნი, მოსი).

თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ
1. რუსეთი 3 3 0 0 0 15-4 9
2. აშშ 4 3 0 0 1 16-10 9
3. ფინეთი 4 2 1 0 1 10-8 8
4. სლოვაკეთი 3 2 0 0 1 9-6 6
5. გერმანია 4 1 0 1 2 8-11 4
6. საფრანგეთი 3 1 0 0 2 6-10 3
7. ავსტრია 4 1 0 0 3 10-13 3
8. ლატვია 3 0 0 0 3 4-16 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამი წაქცეული ფავორიტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული