პირველი პერიოდის ბოლოს, "ჩიკაგომ", რომელმაც უფრო აქტიურად დაიწყო მატჩი, ანგარიში პატრიკ კეინის მონდომებით გახსნა. "ბლეკჰოქსის" 88-ე ნომერი მიმდინარე პლეი ოფში საკმაოდ არათანაბრად თამაშობს და მოკლე შედეგიან მონაკვეთებს ჩავარდნილ თამაშებს უნაცვლებს, მაგრამ გუშინ, მისმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ "ბლეკჰოქსს" გამარჯვება მოუტანა. მცველ ოდუიას დარტყმის შემდეგ (გზად შაიბამ "ბოსტონის" მცველის საიდენბერგის ყვანჯი გატეხა), კეინმა დამატებაზე ითამაშა კარგად, როცა ლამაზად მოატყუა
პატრიკმა დუბლი მეორე პერიოდის დასაწყისში შეასრულა და ამჯერადაც, ის კართან ახლოს იყო ყურადღებით - კვლავ პირველი აღმოჩნდა რასკის მოგერიებულ შაიბასთან.
ორშაიბიანი უპირატესობა "ჩიკაგოს" ეყო იმისთვის, რომ მატჩი გამარჯვებამდე მიეყვანა, თუმცა შეხვედრის შუაში მოხდა ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფინალური სერიის მსვლელობაზე. ტრავმები მიიღეს ორივე გუნდის ლიდერებმა და მათ შეხვედრა ვერ დაასრულეს: "ჩიკაგოს" რიგებში მწყობრიდან გამოვიდა კაპიტანი ჯონათან ტეივზი, "ბოსტონმა" კი თავისი მთავარი უნივერსალი პატრის ბერჟერონი დაკარგა.
თავდაპირველად, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო ბერჟერონმა, რომელმაც პერიოდნახევარში მხოლოდ ექვსი წუთი მოახერხა ყინულზე ყოფნა, რის შემდეგაც, "ბოსტონის" სამწვრთნელო შტაბმა ის საავადმყოფოში გაუშვა. არაოფიციალური ინფორმაციით, "დათვების" ფორვარდს თვალი აქვს დაზიანებული. ვარაუდობენ, რომ ბერჟერონმა ტრავმა მატჩამდე მიიღო, ხოლო თავად თამაშმა მხოლოდ დაამძიმა სიტუაცია.
რაც შეეხება ტეივზს, მან დაზიანება მეორე პერიოდის ბოლოს მიიღო, როცა სტუმრების მცველის ჯონი ბოიჩაკის ძალისმიერი ილეთის მსხვერპლი გახდა და მესამე პერიოდში მოედანზე აღარ გასულა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ბერჟერონი და ტეივზი მეექვსე მატჩში მონაწილეობას, რომელიც სამშაბათს დილით გაიმართება.
ჩიკაგო-ბოსტონი 3:1
1:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 პ. კეინი-8 (ოდუია-4, ტეივზი-9), 2:0 პ. კეინი-9 (ბიკელი-8, ტეივზი-10), 2:1 ხარა-3 (კრეიჩი-16, ლუჩიჩი-12), 3:1 ბოლანდი-2 (ფროლიკი-6).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. ფინალი. IV მატჩი: მხიარულება ბოსტონში