რიგში ჩადექი, სიდ!

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი, "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი, უნებლიეთ თანაქალაქელთა აღშფოთების მიზეზი გახდა, - წერს Sportsnet. ორი დღის წინ ის საგზაო პოლიციის ოფისში მივიდა მართვის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად. კროსბის, როგორც ცნობილ ადამიანს, ურიგოდ მოემსახურნენ, რამაც რიგში მდგომი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია და მალე ეს ამბავი პრესამაც შეიტყო.

"არ ვიწონებ ასეთ მოქმედებას. ის უნდა დამჯდარიყო და სხვებივით დალოდებოდა თავის რიგს", - განაცხადა ერთ-ერთმა "დაზარალებულმა" ქალბატონმა.

"ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ცნობილ ადამიანებს უფასოდ ვემსახურებით. მათ გარშემო, შესაძლოა, თაყვანისმცემელთა დიდი ჯგუფი შეიკრიბოს,
რაც არეულობას გამოიწვევს. ეს კონტროლის საკითხია", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა იან მაკნაიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამუდამო ხუთიანი ნიკლას ლიდსტრიომს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული