ეს შეხვედრა რამდენიმე მოვლენით იყო გამორჩეული. მაგალითად, "დალასის" კარს იცავდა 21 წლის მეკარე ჯეკ კემპბელი. ეს მისი პირველი სტარტი იყო მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში. კემპბელმა საერთო ჯამში 41 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ამან მის გუნდს ვერ უშველა.
ანგარიში 43 წლის ფინელმა ტეემუ სელიანემ გახსნა, რომელიც ზედიზედ სამი მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, თუმცა პირველი პერიოდის დასრულებამდე "სტარზმა" სამი შაიბის გატანა მოასწრო და
"ანაჰაიმის" დამრიგებელმა ბრიუს ბუდრომ მეკარის შეცვლა გადაწყვიტა და იონას ჰილერი დებიუტანტი ფრედერიკ ანდერსენით შეცვალა. ამ ნაბიჯმა გაამართლა - ანდერსენმა მეორე და მესამე მეოთხედებში 24-დან 24 დარტყმა მოიგერია და სადებიუტო მატჩში "შათაუტი" შეასრულა.
"დაქსმა" მეორე პერიოდში კორი პერის დუბლით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ემერსონ ეტემმა რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ გაიყვანა წინ მასპინძლები. მესამე 20-წუთეულში "იხვებმა" კიდევ ორჯერ აიღეს კემპბელის კარი და 6:3 მოიგეს.
ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების წყალობით, "ანაჰაიმმა" დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა (14 ქულა რვა მატჩის შემდეგ), "დალასი" კი ამავე კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა (6 ქულა რვა მატჩში).
ჯეკ კემპბელი "დალასის" რიგებში 2011 წლიდან ირიცხება. მან 2010 წელს, აშშ-ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, 2011 წელს კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ანაჰაიმი-დალასი 6:3
1:3, 3:0, 2:0
გოლები: 1:0 სელიანე-3 (გეტცლაფი-4, ვატანენი-2), 1:1 გარბუტი-1 (ფიდლერი-2), 1:2 დილონი-2 (ნიჩუშკინი-1, ჰორკოფი-1), 1:3 ჰორკოფი-1 (ე. კოული-2, ჯეიმი ბენი-8), 2:3 პერი-4 (გეტცლაფი-5, ვინიკი-3), 3:3 პერი-5 (ფაულერი-2, გეტცლაფი-6), 4:3 ეტემი-1 (კოლიანო-3, ალენი-3), 5:3 გეტცლაფი-3 (პერი-4, პალმიერი-1), 6:3 მ. პერო-3 (ეტემი-1, ფაულერი-3).
კოლამბუსი-ვანკუვერი 3:1
1:0, 0:1, 2:0
გოლები: 1:0 გაბორიკი-3 (ანისიმოვი-2, ვიშნიევსკი-4), 1:1 ჰ. სედინი-2 (გარისონი-7, კესლერი-1), 2:1 უმბერგერი-1 (რ. იოჰანსონი-3, პრაუტი-1), 3:1 რ. იოჰანსონი-2 (უმბერგერი-3).
ვინიპეგი-ნეშვილი 1:3
0:0, 0:3, 1:0
გოლები: 0:1 ნისტრიომი-2, 0:2 ჰორნკვისტი-3, 0:3 კულენი-2 (კ. სმიტი-5, კ. უილსონი-4), 1:3 ე. კეინი-5 (ო. იოკინენი-3, სეტოგუჩი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა