NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 1700

AutoSharing Option
ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი რეგულარული ჩემპიონატის გასულ სათამაშო დღეს. "ნიუ ჯერსი დევილზის" ჩეხი ფორვარდი იარომირ იაგრი მერვე ჰოკეისტი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერაში 1700 ქულა დააგროვა. ეს მოხდა "ნეშვილთან" შეხვედრაში, რომელშიც ჩეხმა ლეგენდამ გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.

"მე რომ მხოლოდ პირად სტატისტიკაზე ვფიქრობდე, რუსეთს არასოდეს დავტოვებდი და ახლა ჩემს ანგარიშზე 1900 ქულა იქნებოდა. შესაძლოა, NHL-ში დაბრუნება შეცდომა იყო, შეიძლება - არა. 1700 ქულა - ძალიან ბევრია. იმისთვის, რომ ასეთ ნიშნულამდე მიხვიდე, ძალიან მაღალ დონეზე უნდა თამაშობდე",
-
აღნიშნა მატჩის შემდეგ იაგრმა.

ამ მომენტისთვის, იაგრის ანგარიშზე 1701 ქულაა (686 გოლი+1015 ქულა) რეგულარული ჩემპიონატის 1408 მატჩში. ამ სეზონში მისი მონაგარი 17 შეხვედრაში 13 ქულას (5+8) უდრის. იაგრი NHL-ის ყველა დროის ათ საუკეთესო ბომბარდირს შორის შედის. ეს სია ასე გამოიყურება:

1. უეინ გრეტცკი 2 857
2. მარკ მესიე 1 887
3. გორდი ჰოუ 1 850
4. რონ ფრენსისი 1 798
5. მარსელ დიონი 1 771
6. სტივ აიზერმანი 1 755
7. მარიო ლემიე 1 723
8. იარომირ იაგრი 1 701
9. ჯო საკიკი 1 641
10. ფილ ესპოზიტო 1 590

მონრეალი-აილენდერსი 4:2
0:0, 3:1, 1:1
გოლები: 1:0 გალაჰერი-8 (გალჩენიუკი-10, ელერი-5), 1:1 ბუშარი-3 (ტავარესი-12), 2:1 ელერი-6 (გალჩენიუკი-11, საბენი-14), 3:1 ბურნივალი-5 (დიასი-7, პლეკანეცი-7), 3:2 ნელსონი-2 (ტავარესი-13, ნილსენი-10), 4:2 გალჩენიუკი-3 (ელერი-6, გალაჰერი-4).

ნიუ ჯერსი-ნეშვილი 5:0
1:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 იაგრი-5 (ჰაროლდი-1, ენდი გრინი-4), 2:0 იანსენი-2 (რ. კარტერი-2, ჟიდლიცკი-9), 3:0 ჟიდლიცკი-2 (გელინასი-4, ენრიკე-2), 4:0 ზეიჯაკი-2 (იაგრი-8, ზუბრუსი-2), 5:0 ტედენბი-1 (ლოკტიონოვი-3, ბერნიე-2).

რეინჯერსი-ფლორიდა 4:3
1:1, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 მილერი-1 (კრაიდერი-6, მაკდონაჰი-6), 1:1 ბარკოვი-4 (ვერსტიგი-4, გილბერტი-3), 1:2 ბ. კემპბელი-1 (გილბერტი-4, ვერსტიგი-5), 2:2 დორსეტი-2 (ბ. ბოილი-5, დელ ზოტო-3), 3:2 ბ. რიჩარდსი-6 (ჰაგელინი-4), 4:2 ცუკარელო-2 (ბ. რიჩარდსი-9, სტეპანი-9), 4:3 ბ. კემპბელი-2 (ფლიშმანი-9, ბიუგსტადი-3).

ჩიკაგო-ედმონტონი 5:4
1:0, 1:2, 3:2
გოლები: 1:0 საადი-4 (პირი-4, სიბრუკი-8), 1:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-5 (პერონი-8, ლარსენი-2), 1:2 იაკუპოვი-2 (ლარსენი-3, ებერლე-11), 2:2 შოუ-4 (საადი-6), 3:2 ბიკელი-5 (როჟსივალი-3, პ. კეინი-7), 3:3 პერონი-4 (ტ. ჰოლი-6, ლარსენი-4), 4:3 კრუგერი-2 (ბ. სმიტი-3, ოდუია-5), 5:3 კიტი-1 (სიბრუკი-9, შარპი-12), 5:4 ებერლე-4 (შულცი-1, ტ. ჰოლი-7).

ვინიპეგი-სან ხოსე 5:4 (ბ)
0:2, 3:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 დ. ბოილი-3 (პაველსკი-12, მარლო-8), 0:2 ჰერტლი-10 (დემერსი-8, ჰანენი-2), 1:2 ფროლიკი-4 (ჰალიშჩუკი-3), 1:3 უინგელსი-5 (ჰერტლი-6, ჯ. ბრაუნი-2), 2:3 ბაფლინი-1 (კლიტსომი-3, ტანგრადი-2), 3:3 კლიტსომი-2 (ლედი-11, ლიტლი-6), 3:4 დ. ბოილი-4 (კუტური-10, ჯ. ტორნტონი-15), 4:4 ლედი-5 (ლიტლი-7, კლიტსომი-4).
ბულიტები გაიტანეს: ლედი (ვინიპეგი).

კოლორადო-ვაშინგტონი 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 ბორდელო-2 (მაკლეოდი-3, კლიში-3), 1:1 ჯ. უორდი-8 (გარბოვსკი-10), 2:1 ჰოლდენი-1 (ლანდესკოგი-7, პ. შჩასტნი-7), 3:1 პარენტო-6 (დუშენი-8, ე. ჯონსონი-4), 4:1 ლანდესკოგი-6 (ე. ჯონსონი-5).

ანაჰაიმი-ვანკუვერი 3:1
0:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 პერი-11 (ბოშემენი-5), 1:1 სესტიტო-1 (რიჩარდსონი-5, კასიანი-1), 2:1 ბონინო-5 (იტემი-3, პერი-10), 3:1 კოლინო-5 (სმტი-პელი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ათასიანი ოვეჩკინი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული