სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში NHL-ის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს კოჭი აქვს მოტეხილი. გუშინ მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების პროგნოზით, ფორვარდი ორი თვე ვერ შეძლებს მოედაზე გასვლას.
ამერიკელი ჟურნალისტები უკვე წერენ, რომ სტემკოსი ვერ
კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბებკოკმა განაცხადა, რომ სტემკოსი მოხვდება ოლიმპიადის შემადგენლობაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
ამ მომენტისთვის, სტემკოსი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (23 ქულა) და გოლეადორია (14 გოლი).
ბოსტონი-ტამპა ბეი 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-6 (ლ. ერიქსონი-4, ტორი კრუგი-5), 2:0 პეი-2 (გ. კემპბელი-1, ბარტკოვსკი-2), 3:0 იგინლა-4 (ლუჩიჩი-7, კრეიჩი-13).
კვირის სამი ვარსკვლავი
გასულ კვირას, ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი ვარსკვლავი გახდა "ოტავა სენატორზის" მეკარე რობინ ლენერი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ამ სამ შეხვედრაში შვედი გოლკიპერი საშუალოდ 1.33 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.8 პროცენტს იგერიებდა. 22 წლის ჰოკეისტმა ამ სეზონში რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსში ორ ან ნაკლებ შაიბას უშვებდა.
კვირის მეორე ვარსკვლავიც მეკარეა - "ანაჰაიმ დაქსის" კარის დარაჯი ფრედერიკ ანდერსენი. მას ზუსტად ისეთივე სტატისტიკა ჰქონდა, როგორც ლენერს: სამიდან სამი მოგება, 1.33 გაშვებული შაიბა და მოგერიების 95.8 პროცენტი. დანიელი ანდერსენი, რომელიც "იხვების" მეორე მეკარეა, ზედიზედ რვა მატჩია იცავს "ანაჰაიმის" კარს და აქედან ხუთი შეხვედრა მოიგო.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ჩიკაგოს" ფორვარდმა პატრიკ შარპმა, რომელმაც გასული კვირის სამ შეხვედრაში 7 ქულა (1+6) დააგროვა. თავდამსხმელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ვინიპეგთან" მატჩში, რომელშიც კარიერაში მეორედ შეძლო ოთხი პასის შესრულება.
ხუთი ლეგენდა დიდების დარბაზში
ტორონტოში გაიმართა ჰოკეის დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ცერემონია, რომლის მთავარი მოქმედი პირები იყვნენ NHL-ის ლეგენდარული მოთამაშეები - კრის ჩელიოსი, სკოტ ნიდერმაიერი და ბრენდან შენეჰანი. გარდა ამისა, დიდების დარბაზში მოხვდნენ მწვრთნელი ფრედ შერო და მცველი ჯერალდინ ჰინი - ქალთა ჰოკეის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები.
აღვნიშნავთ, რომ ჩელიოსმა სამჯერ მოიგო სტენლის თასი. მან "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტის" და "ატლანტას" რიგებში 1651 მატჩი ჩაატარა და 948 ქულა (185 შაიბა+763 შედეგიანი პასი) დააგროვა. ნიდერმაიერი "ნიუ ჯერსისა" და "ანაჰაიმში" თამაშობდა და 1263 მატჩში 740 ქულა (172+568) მიითვალა. მას ჩრდილოეთ ამერიკისა და საერთაშორისო დონეზე ყველა ტურნირი აქვს მოგებული (ოთხჯერ სტენლის თასი, ორი ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი). რაც შეეხება შენეჰანს, მან სამჯერ მოიგო სტენლის თასი და ერთხელ ოლიმპიადის ოქროს მედალი. მის ანგარიშზეა 1524 მატჩი და 1354 ქულა (656+698).
აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ტამპა ბეი 17 12 5 0 24
2. ბოსტონი 17 11 5 1 23
3. ტორონტო 17 11 6 0 22
4. დეტროიტი 18 9 5 4 22
5. მონრეალი 18 9 8 1 19
6. ოტავა 17 7 6 4 18
7. ფლორიდა 18 3 11 4 10
8. ბაფალო 19 3 15 1 7
მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 17 11 6 0 22
2. ვაშინგტონი 18 9 8 1 19
3. რეინჯერსი 17 9 8 0 18
4. კაროლინა 17 6 7 4 16
5. ნიუ ჯერსი 17 5 7 5 15
6. აილენდერსი 18 6 9 3 15
7. კოლამბუსი 16 6 10 0 12
8. ფილადელფია 16 5 10 1 11
დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. კოლორადო 16 14 2 0 28
2. ჩიკაგო 18 12 2 4 28
3. სტ. ლუისი 15 11 2 2 24
4. მინესოტა 18 10 4 4 24
5. ნეშვილი 17 8 7 2 18
6. დალასი 17 8 7 2 18
7. ვინიპეგი 19 8 9 2 18
პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ანაჰაიმი 19 15 3 1 31
2. ფინიქსი 18 12 4 2 26
3. სან ხოსე 17 10 2 5 25
4. ვანკუვერი 20 11 7 2 24
5. ლოს ანჯელესი 17 11 6 0 22
6. კალგარი 17 6 9 2 14
7. ედმონტონი 19 4 13 2 10
შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან უაილდ-ქარდის მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.
ბომბარდირები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 23 (14+9)
სიდნი კროსბი (პიტ) 23 (8+15)
რაიან გეტცლაფი (ანა) 22 (10+12)
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 21 (14+7)
კორი პერი (ანა) 21 (11+10)
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 20 (13+7)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 20 (10+10)
ჯონ ტავარესი (აილ) 20 (7+13)
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 20 (5+15)
ჰენრიკ სედინი (ვან) 20 (3+17)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 14
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 14
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 13
კორი პერი (ანა) 11
ჯეისონ პომინვილი (მინ) 11
მეტ დუშენი (კოლ) 11
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 17
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 15
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 15
სიდნი კროსბი (პიტ) 15
კაილ ოკსოპო (აილ) 14
პი კეი საბენი (მონ) 14
კაილ ტარისი (ოტა) 14
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 1700