NHL. რეგულარული ჩემპიონატი: გადადებული მატჩით განახლდა

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. გაიმართა ერთი შეხვედრა - "ბაფალო" "კაროლინას" მასპინძლობდა. თავდაპირველად ეს მატჩი 7 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო.

შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა, ბოლო წუთები კი სავსე იყო არაორდინარული მოვლენებით. "კაროლინა" დარტყმების რაოდენობით დიდად აღემატებოდა მეტოქეს, მაგრამ "ბაფალომ" ორჯერ მოახერხა წინ გასვლა და შემდეგ დაკარგა ეს უპირატესობა.

სირენამდე ოთხი წუთით ადრე "კაროლინას" რუსმა ლეგიონერმა ალექსანდრ სიომინმა მეორედ გაათანაბრა ანგარიში და თითქოს ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე ავტოგოლი ვიხილეთ:
"ბაფალოს" დარტყმულს მიმართულება შეუცვალა "კაროლინას" მცველმა ჯასტინ ფოლკმა. გოლი "სეიბრზის" მცველ კრისტიან ერჰოფს ჩაუთვალეს, ხოლო "ბაფალოს" მეკარემ რაიან მილერმა ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

"ბაფალომ" ბოლო ორწელიწადნახევარში პირველად მოუგო "კაროლინას" ძირითად დროში - ბოლოს მან ეს 2011 წლის ნოემბერში გააკეთა.

ბაფალო-კაროლინა 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 ერჰოფი-5 (სტეფორდი-13, მილერი-1), 1:1 ე. სტაალი-15 (ფოლკი-20), 2:1 ენისი-14 (მოულსონი-19, სტეფორდი-14), 2:2 სიომინი-15 (სეკერა-24), 3:2 ერჰოფი-6 (მილერი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული