მეორე ვარსკვლავი გახდა "ანაჰაიმ დაქსის" გოლკიპერი იონას ჰილერი. მან საშუალოდ 1.67 შაიბა გაუშვა, მეტოქეთა დარტყმების 94.1 პროცენტი მოიგერია და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა.
კვირის მესამე ვარსკვლავიც მეკარეა - "ნიუ
* * *
"ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი, რომელიც კანადის ოლიმპიურ ნაკრებშია შეყვანილი, აგრძელებს ფეხის მოტეხილობის შემდეგ აღდგენით პროცესს. ეს დაზიანება მან 11 ნოემბერს მიიღო. NHL-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფორვარდი გუნდს გასვლით ტურნეში გაყვა, მაგრამ ჯერ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს. მას აკრძალული აქვს კონტაქტური ვარჯიშები და მეცადინეობის ძირითადი დრო ყინულზე სრიალს ეთმობა. ჰოკეისტის თქმით, მას ჯერ ისევ აქვს ტკივილის შეგრძნება, მაგალითად, ჩქარა სრიალის დროს. მაგრამ სტემკოსის მონაწილეობა სოჭში ჯერ ისევ შესაძლებელია.
მიმდინარე რეგულარულში "ტამპას" ლიდერმა 17 მატჩის ჩატარება მოასწრო და 23 ქულა (14+9) დააგროვა.
ვინიპეგი-ფინიქსი 5:1
2:1, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 ეკმან-ლარსონი-5 (ბოდკერი-17, დოუნი-14), 1:1 ო. იოკინენი-12 (ბაფლინი-26), 2:1 ო'დელი-2, 3:1 ველერი-17 (შაიფელი-17), 4:1 ფროლიკი-10 (პარდი-5, ლიტლი-22), 5:1 სეტოგუჩი-8 (ბაფლინი-27, ენსტრიომი-10).
კაროლინა-კალგარი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ბეკლუნდი-7 (ჰუდლერი-25, ვიდემანი-12), 0:2 მონეჰანი-13 (ბირონი-7, გალიარდი-7).
კოლამბუსი-ტამპა ბეი 3:2
0:0, 1:2, 2:0
გოლები: 1:0 იოჰანსენი-17 (რ. მიურეი-11), 1:1 კილორნი-12 (მეტიუ კარლი-22, გუდასი-11), 1:2 ჰედმანი-9 (ტ. ჯონსონი-14, სან ლუი-23), 2:2 ჰორტონი-2 (ჯ. ჯონსონი-11, ანისიმოვი-10), 3:2 ლეტესტუ-5 (ჯ. ჯონსონი-12, ვიშნიევსკი-23).
ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 დ. ბრაუნი-10 (კოპიტარი-25, ჯ. კარტერი-13).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჰოკეი კალათბურთზე პოპულარულია?