AutoSharing Option
ᓚᓣ
მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგი გამოსავალი ვნახე.ვინც რუსეთში იშოვა ფული,მათ დაგაფინანსონ.მილიონები წამოვა.გუნდიც აყვავდება.
avoieee
08 აპრილი 2014 19:02
0
მოიცა, 22-1 რო წავაგეთ და არა 33-0 დიდი შეღავათია არა? აბა რაღაა აქ სათქმელი
გობრონი
08 აპრილი 2014 17:22
0
ბიჭებს რას ვერჩი, თამაში უნდათ და რაღაცას ინდომებენ, მაგრამ ერთმანეთში ითამაშონ და გაერთო რა. შერცხვენა და ასე გადავლა გვინდა კიდე ჩვენ? რაგბის მივხედოთ ხალხო. სად საქართველო და სად ყინულის ჰოკეი
ერთი კაცი
08 აპრილი 2014 10:52
0
1. ჰონგკონგსაც და ჩრდილოეთ კორეასაც აქვს სრულებით საკმარისი ინფრასტრუქტურა და ხალხი იმისთვის, რომ ნაკრები ავარჯიშონ, საქართველოსგან განსხვავებით. არავის არ სიამოვნებს მარცხი, მაგრამ თავმოყვარეობა აქ არაფერს შუაშია. რაგბში ჰოლანდიას 88-0 რომ მოვუგეთ, დაენებებინათ უნდა იმათ ამ სპორტისთვის თავი? არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ჰოკეისა და სხვა სპორტებისთვის ელემენტარული ყურადღების მიქცევა და ხალხის გაჭირვებაზე საუბარი დღევანდელი მინისტრების ხელფასების ფონზე უბრალო დემაგოგიაა. ყველა სპორტს უნდა მოჰკიდო სახელმწიფომ ხელი, რომელიც ქვეყანაში ერთ ადამიანს მაინც აინტერესებს!
ლაშა
08 აპრილი 2014 10:48
0
ერთი ვინ არის ამ სპორტის ფედერაციის უფროსი საქართველოში და საერთოდ რა უნდა. რა ხოკეი, რაც გაქვთ იმას მიხედეთ. ისედაც შერცხვენილები ვართ და კიდევ ეს გვინდაა? და თუ არ იშლით, ყინული მაინც ანახეთ ამ ბიჭებს, ან მოამზადეთ სათანადოდ. საქართველოს ჰოკეის ფედერაცია, რა ზლიერად ჟღერს
levani
08 აპრილი 2014 10:03
0
ყველას გასაგონად ვამბობ ვინც აქ ვითომდაც ჰოკეისტების პირობების უქონლობით ხსნის ამ სირცხვილს, რომ შეიძლება სპორტსმენს პირობები არ ჰქონდეს მაგრამ თავმოყვარეობა ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ? რა ჰონკონგის ნაკრებს აქვს პირობები? თუ ჰოკეის ქვეყანაა ჰონკონგი?

გობრონი
08 აპრილი 2014 09:48
0
სომეხი რო არ ვარ ის მეწყინა 2 შეხვედრაში 34 რო გაუშვეს სომხობა ეგ მგონია მე. 1000 სპორტის სახეობას რომ მოვედეთ 5მილიონიანი ერი და არ შეგვიძლია მაგდენი ხო ხედავთ. რაც გამოგვდის ის ვაკეთოთ არ ზის ჩვენს გენში ჰოკეი და არ გამოგვდის წელიწადში 2დღე გვაქვს თოვლი ეგ ის სპორტის სახეობაა ყინული და თოვლი რომ ჭირდება. შეიძლება ჯიგრიანი ბიჭები არიან მარა რაც არ გამოგდის და არ იცი და არც გამოგვივა დავანებოთ თავი. გვაქვშ ძიუდო ჭიდაობა რაგდი ფეხბურთიც გვქონდა ერთ დროს და ნუ ვფანტავთ ყურადღებას უაზროდ. "პური აცხოს მეპურემ".
me
08 აპრილი 2014 08:18
0
ჰოკეა კი არა ამ დამშეულ ხალხს სამუშაო და ხელფასი უნდა,ოჯახი რომ არჩინოს.ჰოკეი და სხვა ეგზოტიკური (ქართველისთვის)სპორტის სახეობების განვითარებაზე მერე ვიზრუნოტ სახელმწიფოს როცა ავაშენებთ და ბიუჯეტიც დიდი გვექნება.ახლა კი ხალხს მიხედეტ!მშიერი გვიკვდება ბავშვები.
mamulo
08 აპრილი 2014 08:08
0
კარგი, ყინულის მოედანი თუ არ არის ქვეყანაში რა უნდა მოითხოვო? ყინულს თუ დიდი ფული უნდა, როლიკების ჰოკეის მოედანი მაინც რომ გააკეთოს სპორტის სამინისტრომ ეგეც დახმარება იქნება.
უძლევი
08 აპრილი 2014 03:20
0
მოკლედ გავცემ პასუხს ყველა საჭირბოროტო საკითხს:

1. სომხეთთან 33:0 არ წაგვიგია. წავაგეთ 22:1 და ისიც ამერიკიდან, კერძოდ ლოს-ანჟელესიდან ჩამოყვანილ "სომხებთან". ეს ამბავი მალევე გამოაშკარავდა და დღემდე სომხეთის ნაკრები დისკვალიფიცირებულია;

2.რატომ ვაგებთ ჰონგ-კონგთან და კორეასთან. პასუხი მარტივია - ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ, ჩვენ ვერ. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთიანად შეკრება და ვარჯიშ/თამაში მოახერხა 2012 წლის ოქტომბერში.

3. აბა მაშინ რატომ წავედით მსოფლიოზე, თუ ვიცით რომ საქართველს "შევარცხვენდით" - 2013 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ბატონი სპორტის მინისტრი შეგვპირდა, მათ შორის ტელევიზიის მეშვეობითაც, რომ ყველანაირად შეუწყობდა ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ამ დაპირების შემდეგ: 1. აღარც თბილისის იმ მცირე ზომის ყინულზე შეგვიშვეს, რომელსაც ავად თუ კარგად გარემონტებამდე პერიოდში ვიყენებდით, 2. სამინისტრომ არც ერთი თეთრი არ გამოყო ნაკრების მომზადებისა თუ აღჭურვა/მგზავრობისთვის (აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია 2004 წლიდან არსებობს და დღემდე არც ერთი თეთრი არ მიუღია ბიუჯეტიდან)

შესაბამისად, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ნაკრები წელს წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე უარის თქმა დაკავშირებულია, როგორც ფინანსურ სანქციებთან, ასევე გარკვეულ დისკვალიფიკაციასთან და სხვა საჯარიმო სანქციებთან.

4. საერთოდ რა გვინდა - გვინდა ამ მართლაც რომ ვაჟკაცური და ქართველების სიფიცხისთვის დამახასიათებელი სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ეტაპობრიივი განვითარება. როგორ ვაკეთებთ ამას? - ამ ეტაპზე ძალიან რთულად, იმის გამო რო თბილისში ყინული არ გვაქვს, ხოლო ბათუმში სადაც უაზროდ ააშენეს თავის დროზე ყინულის მოედანი, ადამიანი რესურსი არ არსებობს. ამიტომ, ეხლა ვცდილობთ, რომ არ დავკარგოთ არსებული თაობა, დაველოდოთ ყინულს თბილისში და რაღაც ეტაპიდან გავაგრძელოთ. ეხლა, ჩვენ რომ უარი ვთქვათ მსოფლიოზე მონაწილეობისგან, მაშინ არსებული თაობა და მომავალი თაობების მოტივაცია დაიკარგება და როდესაც ყინული იქნება, აღარ იქნება ხალხი და ძალიან უკნიდან დავიწყებთ. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის ყინულის მოედანს და მის დირექტორს, გივი ფანჩულიძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ჰოკეის დიდი პოტენციალი არსებობს - 2013 წლის სექტემბერში გავხსენით ჯგუფები და დღეს 200 ბავშვი თამაშობს 6-დან 14 წლამდე. ადგილი არ არის მეტი, თორემ ორი ამდენი რიგში დგას კიდევ.

კიდევ ბერვი რამ შემიძლია დავწერო ჰოკეიზე და ზოგადად, საქართველოში როგორ უდგებიან სპორტს და განსაკუთრებით მის მასიურობას, მაგრამ ამას დიდი დრო უნდა და ეხლა მეზარება :)
sava
08 აპრილი 2014 02:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული