NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ლეგენდა ოდნავ გამოკეთდა

AutoSharing Option
ინსულტის გადატანის შემდეგ გაუმჯობესდა ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტის, გორდი ჰოუს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას უკვე შეუძლია ექიმებთან და ახლობლებთან კონტაქტი ჟესტების საშუალებით. ეს ინფორმაცია ჰოკეის ეროვნულ ლიგას ჰოუს ვაჟმა - მარკმა მიაწოდა.

"ზუსტად ვიცით, რაც ახლა მის თავს ხდება. მოხარული ვარ, რომ აღარ გრძნობს ტკივილებს ზურგის არეში. მამაჩემი სიამოვნებით შეექცევა საკვებს, რომელიც ექიმებმა დაუნიშნეს. გარდა ამისა, კავშირი აქვს ახლობელ ადამიანებთან ჟესტების მეშვეობით. ამჟამად, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მან სიარული შეძლოს", - განაცხადა მარკ ჰოუმ.

ყოფილმა ჰოკეისტმა მძიმე ინსულტი ოქტომბრის ბოლოს, 86
წლის ასაკში გადაიტანა. შეტევის შემდეგ მას სხეულის ერთი მხარე პარალიზებული აქვს. ამჟამად, ჰოუ ქალიშვილის სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჰოუმ ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი "დეტროიტ რედ უინგზის" შემადგენლობაში, ექვსჯერ გახდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. პროფესიულ დონეზე მან 35 (!) წელი ითამაშა და კარიერა 52 წლის ასაკში დაასრულა. სულ NHL-ში 1767 მატჩი (ლიგის რეკორდი) ჩაატარა და 1850 ქულა (801+1049) დაგროვა.

დეტროიტი-ვანკუვერი 5:3
2:0, 1:1, 2:2
გოლები: 1:0 კრონვალი-4 (ჯ. ერიქსონი-6, ზეტერბერგი-17), 2:0 ნიკუისტი-11 (ზეტერბერგი-18, ფრანცენი-9), 2:1 ვეი-5, 3:1 დაციუკი-8 (ტატარი-5, კინდლი-5), 3:2 მატიასი-5 (ი. უებერი-5, ვეი-6), 4:2 დეკეისერი-1 (შიჰენი-7, იურკო-7), 4:3 ვეი-6 (მატიასი-4, რიჩარდსონი-6), 5:3 დაციუკი-9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული