იარომ იაგრი კიდევ ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
43 წლის ჩეხი ლეგენდა იარომირ იაგრი არ აპირებს კარიერის დასრულებას. ჰოკეისტმა, რომელიც მეოთხე ადგილზეა NHL-ის ისტორიაში მოპოვებული ქულებით და მეხუთე - გატანილი შაიბებით, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ფლორიდა პანტერზთან", - იტყობინება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

იაგრი "ფლორიდაში" 26 თებერვალს გადავიდა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩში ჩეხმა 14 ქულა (5+9) დააგროვა.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გატარებულ 21 სეზონში იაგრმა 722 შაიბა გაიტანა და 1802 ქულა დააგროვა. მას 48 ქულა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საერთო მესამე ადგილზე გადავიდეს, გოლების რაოდენობით კი 9 შაიბით ჩამორჩება მარსელ
დიონს და 19-ით - ბრეტ ჰალს.

იაგრი NHL-ის ხუთგზის საუკეთესო ბომბარდირია, 1998-99 წლების სეზონში კი ლიგის MVP გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული