"იუნაიტედ ცენტრში" ერთმანეთს ხვდებოდნენ პლეი ოფში საუკეთესო საშინაო და გასვლის გუნდები. "ჩიკაგოს" სახლში შვიდი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა, "ტამპამ" კი სტუმრად შვიდჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა.
მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მომენტებს სტუმრები ქმნიდნენ და "ტამპა
გაშვებულმა შაიბამ "ჩიკაგო" გამოაცოცხლა. მასპინძლებმა მეტოქე მისსავე ზონაში ჩაკეტეს და "ტამპამ" ათი წუთის განმავლობაში ერთი დარტყმაც ვერ შეასრულა, იმ დროს, როცა ბიშოპის კარის მიმართულებით დროის ამ მონაკვეთში 13 დარტყმა შესრულდა.
ბიშოპი ამ დარტყმების უმრავლესობას გაუმკლავდა, ორჯერ მასპინძლებმა ცარიელ კარში ვერ გაიტანეს. თუმცა "ჩიკაგომ" მაინც მიაღწია თავისას რიცხობრივი უპირატესობის დროს, როცა სტუმრების მეკარე ბრედ რიჩარდსის ცისფერი ხაზიდან იოლ დარტყმას ვერ გაუმკლავდა - 1:1.
თუ პირველ პერიოდში "ჩიკაგომ" დარტყმებით აჯობა მეტოქეს - 19:7, მეორე 20-წუთეულში "ტამპა ბეი" დომინირებდა. ამჯერად, 7 დარტყმა "ბლეკჰოქსმა" შეასრულა, ჯონ კუპერის შეგირდებმა კი 17-ჯერ შეუტიეს კროუფორდის კარს, მაგრამ ამ პერიოდში გოლი არ გასულა.
თითქოს, გადამწყვეტი მომენტი მატჩში მესამე პერიოდის მეხუთე წუთზე დადგა, როცა ბრენდონ საადმა მარიან ჰოსასა და დანკან კიტის აქტიური მონაწილეობით წინ გაიყვანა "ჩიკაგო". ამით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ, რადგან "ბლეკჰოქსმა" კარგად იცის მეტოქის შანსების განადგურება.
მაგრამ აქ თავისი სიტყვა თქვა "ტამპას" მესამე შემტევმა ტრიომ. ტაილერ ჯონსონმა და ონდრჟეი პალატმა ჩიკაგოელ მცველებთან ბრძოლაში, ფაქტობრივად, შეტენეს შაიბა "ჩიკაგოს" კარში. "ლაითნინგმა" ზუსტად 13 წამში გაათანაბრა ანგარიში - 2:2.
დარჩენილ დროში მესამე გოლთან უფრო ახლოს "ტამპა ბეი" იყო და სირენამდე ოთხი წუთით ადრე მიაღწია კიდეც საწადელს სედრიკ პაკეტის წყალობით, რომელმაც მახვილი კუთხიდან გამოიყენა იმავე ჰედმანის გადაცემა. ეს შვედის მე-13 პასი იყო მიმდინარე პლეი ოფში, რაც "ტამპას" მცველებს შორის აბსოლუტური რეკორდია.
დარჩენილ დროში "ჩიკაგომ" მოასწრო შტურმის მოწყობა, მაგრამ მატჩის მესამე ვარსკვლავმა ბიშოპმა გაიბრწყინა. მას ჯამში 36 მოგერიება დაუგროვდა.
"ტამპამ" მოიგო ფინალურ სერიაში პირველი გასვლითი მატჩი და დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა. ეს იყო მე-13 შემთხვევა სტენლის თასის ფინალური სერიების ისტორიაში, როცა 1:1-ზე მესამე მატჩი სტუმრებმა მოიგეს. წინა 12 შემთხვევაში ეს გუნდი შემდეგ ჩემპიონი ხდებოდა.
ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:3
1:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 კელეჰანი-2 (ჰედმანი-12, ჯ-თ. ბრაუნი-1), 1:1 ბ. რიჩარდსი-3 (მარიან ჰოსა-11, შოუ-7), 2:1 საადი-7 (მარიან ჰოსა-12, კიტი-18), 2:2 პალატი-8 (კუჩეროვი-12, ტ. ჯონსონი-10), 2:3 პაკეტი-3 (ჰედმანი-13, კელეჰანი-6).
სერია: 1-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"