ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი 106-ე ცხრაასიანია

AutoSharing Option
სეზონის პირველ ნახევარში საშინელი თამაშის შემდეგ, როგორც იქნა, ფორმაში შევიდნენ "პიტსბურგ პინგვინზი" და მისი კაპიტანი სიდნი კროსბი. გუშინ, "პინგვინებმა" 0:2-დან ოვერტაიმში მოუგეს შეხვედრა "ფლორიდას" და ბოლო ექვს მატჩში მეხუთე გამარჯვება იზეიმეს. კროსბი კი ზედიზედ ათი მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს ამ სერიისას სიდნიმ ათი გოლი და რვა შედეგიანი პასი მიითვალა.

გარდა ამისა, გუშინ, კროსბიმ კარიერაში მე-900 ქულა მიითვალა. ეს ზღვარი "პიტსბურგის" ისტორიაში მხოლოდ ორ ჰოკეისტს ჰქონდა გადალახული - მარიო ლემიესა და იარომირ იაგრს. სულ კი "პინგვინზის" კაპიტანი 106-ე ჰოკეისტია ისტორიაში,
ვინც კარიერაში 900 ქულა დააგროვა, მოქმედ მოთამაშეებს შორის კი ეს შედეგი 13-ს აქვს დაფიქსირებული.

* * *
ამასობაში, ინტერნეტ-რესურსმა The Hockey Writers-მა სიდნი კროსბი მსოფლიოს თასზე კანადის ნაკრების შემადგენლობის მისეულ ვარიანტში შეიყვანა.

წლის მთავარ ტურნირზე კანადელთა სავარაუდო შემადგენლობა ასეთი შეიძლება იყოს:
მეკარეები: ჰოლტბი (ვაშინგტონი), კროუფორდი (ჩიკაგო), პრაისი (მონრეალი);
მცველები: საბენი (მონრეალი), უებერი (ნეშვილი), დაუტი (ლოს ანჯელესი), კიტი (ჩიკაგო), ჯორდანო (კალგარი), ბერნსი, ვლაშიკი (ორივე - სან ხოსე);
ფორვარდები: ნეში (რეინჯერსი), კროსბი (პიტსბურგი), სტემკოსი (ტამპა ბეი), ბენი, სეგუინი (ორივე - დალასი), ტეივზი (ჩიკაგო), ჰოლი (ედმონტონი), ტავარესი (აილენდერსი), ბერდერონი (ბოსტონი), ჟირუ (ფილადელფია), კუტური (სან ხოსე), პერი (ანაჰაიმი).
სათადარიგოები: გეტცლაფი (ანაჰაიმი), შარპი (დალასი), სიბრუკი (ჩიკაგო), ლეტანგი, ფლერი (ორივე - პიტსბურგი), ლუონგო (ფლორიდა).

მსოფლიოს თასზე, რომელიც 17 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე ტორონტოში გაიმართება, კანადა A ჯგუფში ითამაშებს ჩეხეთის, აშშ-სა და ევროპის ნაკრებების წინააღმდეგ.

ნიუ ჯერსი-ვაშინგტონი 2:3 (ბ)
0:0, 0:1, 2:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 ბურაკოვსკი-10 (ჯასტინ უილიამსი-19, კუზნეცოვი-37), 1:1 ბლანდისი-3 (ზეიჯაკი-18, ჯოზეფსონი-7), 2:1 ენრიკე-17 (ბლანდისი-7, სტემპნიაკი-24), 2:2 კეირი-1 (ნისკანენი-20, ლეიჩი-5).
ბულიტები გაიტანეს: ოში (ვაშინგტონი), ბუშერი (ნიუ ჯერსი), ოვეჩკინი (ვაშინგტონი).

ფილადელფია-რეინჯერსი 2:3 (ბ)
0:0, 1:0, 1:2, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 გოსტიბეერი-9 (ვორაჩეკი-34, ჟირუ-28), 1:1 კრაიდერი-11 (ჟირარდი-11, ცუკარელო-20), 2:1 რ. უაიტი-6 (გოსტიბეერი-17, ვანდეველდე-7), 2:2 იენდლი-4 (ფასტი-12, დ. ბოილი-11).
ბულიტები გაიტანეს: ცუკარელო (რეინჯერსი), სტეპანი (რეინჯერსი).

დეტროიტი-აილენდერსი 5:1
2:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 იურკო-3 (ნიკუისტი-14), 2:0 ქუინსი-2 (ლარკინი-19, დაციუკი-19), 3:0 მაიკ გრინი-4 (ბ. რიჩარდსი-9, დაციუკი-20), 4:0 ტატარი-15 (ატანასიუ-1, ნიკუისტი-15), 5:0 ლარკინი-18 (ბ. რიჩარდსი-10, ტატარი-17), 5:1 ტავარესი-18 (ოკსოპო-25, ლედი-17).

მონრეალი-ედმონტონი 5:1
2:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 გალაჰერი-13 (პლეკანეცი-27, საბენი-36), 2:0 ელერი-9 (ფლიშმანი-10), 3:0 პლეკანეცი-10, 4:0 საბენი-5 (პლეკანეცი-28, გალაჰერი-15), 4:1 პულიო-12 (პურსელი-20, დევიდსონი-4), 5:1 გილბერტი-1 (პლეკანეცი-29, გალჩენიუკი-19).

ბოსტონი-ბაფალო 2:1 (ო)
1:0, 0:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-16 (პასტრნაკი-7, კრეიჩი-27), 1:1 რაინჰარტი-14 (მაკგინი-12, ო'რაილი-26), 2:1 მარჩანდი-24 (ბულიტი).

ოტავა-ტორონტო 6:1
3:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-10 (მეტოტი-5, სტოუნი-24), 2:0 ზიბანეჯადი-11 (პაგო-8, ე. კარლსონი-45), 3:0 რაიანი-19 (ვიდემანი-2, კ. ანდერსონი-1), 4:0 ლაზარი-4 (ე. კარლსონი-46, ძინგელი-1), 5:0 სტოუნი-14 (ე. კარლსონი-47, ზ. სმიტი-5), 6:0 ლაზარი-5 (ჩიასონი-4, ე. კარლსონი-48), 6:1 პარენტო-13 (ვინიკი-9, ფანოფი-21).

ფლორიდა-პიტსბურგი 2:3 (ო)
0:0, 1:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 ი. იოკინენი-10 (ტროჩეკი-16, ბ. კემპბელი-16), 2:0 ბარკოვი-16 (ი. იოკინენი-25), 2:1 ლეტანგი-8 (კროსბი-26), 2:2 კროსბი-22 (ლეტანგი-29, დელეი-10), 2:3 ლეტანგი-9 (კროსბი-27, დელეი-11).

დალასი-ჩიკაგო 1:5
1:3, 0:2, 0:0
გოლები: 0:1 სიბრუკი-8 (კიტი-25, ანისიმოვი-12), 0:2 ტ. ვან რიმსდიკი-3 (პანარინი-33, ანისიმოვი-13), 1:2 სეგუინი-28 (ჯეიმი ბენი-31, ივსი-3), 1:3 მარიან ჰოსა-10 (ტეივზი-17, ჰიალმარსონი-13), 1:4 ანისიმოვი-18 (ჰიალმარსონი-14), 1:5 პ. კეინი-32 (ანისიმოვი-14, პანარინი-34).

სტ. ლუისი-მინესოტა 4:1
0:0, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 ტარასენკო-26 (შჩასტნი-20, სტინი-28), 2:0 ლეჰტერა-7 (ფაბრი-9, ბროუერი-12), 3:0 შჩასტნი-6, 3:1 დუმბა-7 (პარიზე-12, კოილი-13), 4:1 ბროუერი-11 (ფაბრი-10, ლეჰტერა-16).

ნეშვილი-სან ხოსე 6:2
1:0, 2:1, 3:1
გოლები: 1:0 ჯ. ნილი-19 (რ. იოჰანსენი-29, ჯეკმენი-3), 2:0 იარნკროკი-9 (რ. იოჰანსენი-30), 2:1 ჯ. ტორნტონი-11 (ვლაშიკი-21, კუტური-8), 3:1 არვიდსონი-4 (რიბეირო-26, ფორსბერგი-17), 4:1 ფორსბერგი-15 (შ. უებერი-21), 5:1 არვიდსონი-5 (ფორსბერგი-18, რიბეირო-27), 5:2 კუტური-4 (ჯ. ტორნტონი-33, დემელო-2), 6:2 შ. უებერი-14.

კოლორადო-ვინიპეგი 2:4
1:1, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 გრიგორენკო-4 (იგინლა-14, ბოშემენი-19), 1:1 ლედი-13, 1:2 სტეფორდი-15 (შაიფელი-15), 1:3 სტეფორდი-16 (ტროუბა-8, მ. პერო-25), 2:3 დუშენი-24 (ბოდნარჩუკი-3, მაკინონი-25), 2:4 მ. პერო-8 (სტეფორდი-12).

ვანკუვერი-კალგარი 1:4
0:0, 0:1, 1:3
გოლები: 0:1 ფროლიკი-9 (ბროუდი-23, ბეკლუნდი-18), 0:2 მონეჰანი-16 (ჰუდლერი-21, ბენეტი-10), 0:3 ბეკლუნდი-6, 1:3 იტემი-1 (ვეი-6, ბაროუზი-8), 1:4 ბენეტი-14 (ფროლიკი-11, ბროუდი-24).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული