ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტნები გაარკვიეს

AutoSharing Option
ფორვარდები სიდნი კროსბი ("პიტსბურგი") და კონორ მაკდევიდი ("ედმონტონი), აგრეთვე მცველი პი კეი საბენი ("ნეშვილი") და მეკარე კერი პრაისი ("მონრეალი") აირჩიეს ჰოკეის ეროვნული ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" დივიზიონების ნაკრებების კაპიტნებად.

კროსბი იქნება "მეტროპოლიტანის" დივიზიონის კაპიტანი, პრაისი - ატლანტიკის, მაკდევიდი - წყნარი ოკეანის, საბენი - ცენტრალურის.

"ყველა ვარსკვლავის მატჩი ლოს ანჯელესში 29 იანვარს გაიმართება. დივიზიონების ოთხი ნაკრები სამ 20-წუთიან მატჩს ჩაატარებს "სამი სამზე" ფორმატში. თითო გუნდი შემდგარი იქნება ექვსი ფორვარდისგან, სამი მცველისგან და ორი მეკარისგან.

კოლამბუსი-ედმონტონი 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ატკინსონი-18
(ვერენსკი-19, ვენბერგი-26), 1:1 კლეფბომი-6 (მარუნი-7, ებერლე-18), 2:1 ვ. კარლსონი-6 (საადი-19, ს. ჯონსი-10), 3:1 ნ. ფოლინო-13.

"კოლამბუსმა" რიცხობრივ უპირატესობაში ორი გოლი გაიტანა, 3:1 დაამარცხა "ედმონტონი", რაც ზედიზედ მე-16 მოგება იყო გუნდისთვის.

ახლა, "ბლუ ჯეკეტს" ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაიმეორეოს ზედიზედ გამარჯვებათა აბსოლუტური რეკორდი, რომელიც 1992-93 წლების სეზონში დაამყარა "პიტსბურგმა".

კაროლინა-ნიუ ჯერსი 1:3
0:0, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ენრიკე-10 (კამალერი-11, სევერსონი-16), 0:2 კამალერი-10 (ენრიკე-12, პალმიერი-14), 1:2 აჰო-8 (ჰეინსი-7, ტერავაინენი-11), 1:3 პალმიერი-8.
"ნიუ ჯერსის" მეკარეს კორი შნაიდერს ცოტა დააკლდა ზედიზედ მეორე მატჩში "შათაუტის" შესასრულებლად. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია "დევილზისთვის", 3:1 მოეგო "კაროლინასთან" მატჩში.

რეინჯერსი-ბაფალო 1:4
0:2, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 გირგენსონსი-4 (კარიერი-2, ბ. ჯონტა-10), 0:2 ე. კეინი-9 (რაინჰარტი-15, ოკსოპო-14), 0:3 ბეილი-1, 1:3 ჰოლდენი-8 (ჯ-ტ. მილერი-15, ლინდბერგი-5), 1:4 აიკელი-8 (რაინჰარტი-16, მოულსონი-8).
"ბაფალომ" მხოლოდ 19 დაარტყა ზუსტად "რეინჯერსის" კარის მიმართულებით, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ნიუიორკელთა დასამარცხებლად.

ვაშინგტონი-ტორონტო 6:5(ო)
2:3, 0:1, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-10 (ორლოვი-16, კუზნეცოვი-17), 1:1 კადრი-14 (ჯ. ვან რიმსდიკი-14, მარნერი-19), 1:2 კ. ბრაუნი-8 (ჰიმანი-12, მეტიუსი-13), 2:2 ოში-12 (ჯასტინ უილიამსი-8), 2:3 გოტიე-2 (კერიკი-4), 2:4 კომაროვი-7 (მეტიუსი-14, ნიულანდერი-18), 3:4 კუზნეცოვი-4 (მ. იოჰანსონი-12, ჯასტინ უილიამსი-9), 4:4 ორლოვი-2 (ნისკანენი-16, ელერი-4), 4:5 მარნერი-10 (ჯ. ვან რიმსდიკი-15, ბოზაკი-14), 5:5 ჯ. კარლსონი-4 (მ. იოჰანსონი-13, კუზნეცოვი-18), 6:5 ოვეჩკინი-18 (ჯ. კარლსონი-16, კუზნეცოვი-19).

დღის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის ბედი ოვერტაიმის 22-ე წამზე გადაწყდა, როცა ალექსანდრ ოვეჩკინმა ჯონ კარლსონის პასით გაიტანა გამარჯვების შაიბა და შეწყვიტა "ტორონტოს" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია. არადა, დედაქალაქელები ორი შაიბით იყვნენ ჩამორჩენილნი მესამე პერიოდის დასაწყისში.

ტამპა ბეი-ვინიპეგი 4:6
0:1, 1:3, 3:2
გოლები: 0:1 შაიფლი-16 (ლაინე-13, ენსტრიომი-9), 1:1 პეკა-1 (ნამესტნიკოვი-10, კილორნი-8), 1:2 ელერსი-11 (ბულიტიhot), 1:3 ტროუბა-2 (პერო-6, ველერი-19), 1:4 ბაფლინი-5 (მორისეი-5, ველერი-20), 2:4 პალატი-7 (ტ. ჯონსონი-11, კუჩეროვი-23), 2:5 ელერსი-12 (ლაინე-14, ტროუბა-10), 3:5 კუჩეროვი-14 (ტ. ჯონსონი-12, ჰედმანი-27), 4:5 კუჩეროვი-15 (ჰედმანი-28, დრუენი-12), 4:6 ლაინე-20 (შაიფლი-19, ელერსი-22).

"ვინიპეგმა" კინაღამ გაანიავა სამშაიბიანი უპირატესობა, როცა მეტოქის რუს ფორვარდს ნიკიტა კუჩეროვს რიცხობრივ უპირატესობაში ორი გოლი გაატანინა. საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე, სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ შეხვედრას წერტილი პატრიკ ლაინემ დაუსვა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა ბოლო შაიბა.

ნეშვილი-მონრეალი 1:2 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ფიალა-6 (ელისი-9, იოსი-15), 1:1 შ. უებერი-10 (რადულოვი-19, ტ. მიტჩელი-6), 1:2 პასიორეტი-16 (რადულოვი-20, ბოლიო-9).

"ნეშვილი" ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შეხვედრა ოვერტაიმში "კანადიენსის" მცველმა ში უებერმა გადაიყვანა, რომელიც წელს გადავიდა "მონრეალში" "ნეშვილიდან". დამატებითი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე, კანადურ კლუბს მოაგებინა მაქს პასიორეტიმ.

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 1:2 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კუტური-12 (ლაბანკი-4, პ. მარტინი-10), 1:1 ჯ. კარტერი-21 (მუზინი-6, კოპიტარი-14), 1:2 პირსონი-10 (ჯ. კარტერი-12).

ორი პერიოდის შემდეგ, "ლოს ანჯელესი" მდევრის როლში იყო, თუმცა "კინგზს" მშველელად ჯეფ კარტერი მოევლინა. მან ჯერ ბოლო შვიდ მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, დამატებით დროის 58-ე წამზე კი ტანერ პირსონს გაატანინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული