ქართული ჯიშის ცხენებს საკუთარი ჩრდილის არ ეშინოდათ, რადგან მათ მხედრებს არ ეშინოდათ არც ჩრდილის და არც ჩრდილების პატრონების…
მშვიდი და ბრძნული გამოხედვა… ოდნავ სევდიანი თვალები, თავიანთი წინაპრების ისტორიას რომ გვიყვება, ისეთი და მშვენიერების ფიზიონომიაში დატევა… ცხენზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ის ხომ ერთ-ერთი პირველია, რომელიც ადამიანს დაუმეგობრდა…
ცხენზე ჯირითი სპორტთან ერთად ხელოვნებაცაა… ამ სპორტში მეტია ესთეტიკური სიამოვნება, ვიდრე თვითონ სპორტი. მეოცე საუკუნეში, საქართველოში აშენებულმა ცხენთსაშენმა დაჯაბნა რუსეთის პრესტიჟული ცხენთსაშენი… ქართველი ცხენოსნები ევროპისა და ამერიკის მასშტაბითაც იყვნენ ცნობილები…
ასეთი ისტორია გამგრძელებელს მოითხოვს… შეუძლებელია, ნიუ-იორკში ჩასული გურული ცხენოსნების შემდეგ საქართველო ერთი ან ორი სპორტსმენით კმაყოფილდებოდეს… ამ სპორტს, ხელოვნების ელემენტებით რომ არის დახუნძლული, გეზი სჭირდება… მთიან რეგიონებში ერთ წრეზე გაქირავებული ცხენები საკმარისი არ არის…
უხილავი ინსტინქტის დონეზეც კი, რომელიც გონების ჰეგემონობით იმართება, ქართველი შეყვარებულია ცხენსა და ჯირითზე… მისი არსებისთვის განუყოფელია ეს გასაოცარი სუბკულტურა…
მთებით შემოსაზღვრულ, გაშლილ მინდორში თავმომწონედ მობალახე კუპრივით შავი, სუდარასავით თეთრი და ხის კანის ფერი ცხენები… მათი ცქერით ვერასდროს დაიღლება ადამიანი, მათზე ჯირითით ხომ საერთოდ… ამ სპორტს ყურადღება სჭირდება, თორემ ეს სიყვარული ნელ-ნელა განელდება, ინტერესიც გაქრება და ჩვენი ცხენებიც ზურგს გვაქცევენ...
ფოტოები აღებულია google.com-დან