ხმალში კაცთა შორის ერთი ადგილით წინ აინაცვლა სანდრო ბაზაძემ და ახლა FIE-ს რეიტინგში მე-12 ადგილზეა.
ერთი ადგილით მაღალ პოზიციაზეა და ამჯერად 47-ე ადგილზეა მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძემ კი ათი საფეხურით უკან დაიწია და 66-ე ადგილზეა.
ქალთა შორის წინსვლა აქვს თეოდორა კახიანს, რომელიც 103-ეა. უკან დაიწია და 120-ე ადგილზეა ლიკა ჯიჯეიშვილი.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური