სანდრო ბაზაძე FIE-ს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
რუსეთის დედაქალაქში დასრულებული გრან პრის, "მოსკოვის ხმლის" შემდეგ FIE-ს რეიტინგში გარკვეული ცვლილებები მოხდა.

ხმალში კაცთა შორის ერთი ადგილით წინ აინაცვლა სანდრო ბაზაძემ და ახლა FIE-ს რეიტინგში მე-12 ადგილზეა.

ერთი ადგილით მაღალ პოზიციაზეა და ამჯერად 47-ე ადგილზეა მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძემ კი ათი საფეხურით უკან დაიწია და 66-ე ადგილზეა.

ქალთა შორის წინსვლა აქვს თეოდორა კახიანს, რომელიც 103-ეა. უკან დაიწია და 120-ე ადგილზეა ლიკა ჯიჯეიშვილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული