ლაშა გალუაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/32-ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
რაპირით მოფარიკავე ლაშა გალუაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/32-ფინალში გავიდა.

ლაშამ 1/64-ფინალში უნგრელ ტამაშ მესაროშს ანგარიშით 15:8 სძლია.

გალუაშვილის მეტოქე 1/32-ფინალში ჩეხი ალექსანდრ ჩუპენიტჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გალუაშვილმა ჯგუფში 2 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, რაპირით ჩვენი მეორე მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე, რომელიც ასევე 1/64-ფინალში ასპარეზობდა, უკრაინელ ანდრეი პოგრებნიაკთან ანგარიშით 13:15 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული